ბორის ჯონსონს ბრიტანეთის მთავრობის ფორმირება ოფიციალურად დედოფალმა ელიზაბეტ II-მ სთხოვა.
ბრიტანელი ჟურნალისტები ბორისს "შოუმენს, კომიკოსს, ინტელექტუალსა და მატყუარას“ უწოდებენ.
ჯონსონის მამა პოლიტიკოსობითა და ჟურნალისტობით იყო დაკავებული. ბაბუა - ადამიანის უფლებების დაცვით ევროკომისიაში, ხოლო დიდი ბაბუა ოსმალთა იმპერიაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. თავად ჯონსონს კოლეჯშივე თვითკმაყოფილ და არადისციპლინირებულ ადამიანად თვლიდნენ.
ოქსფორდის უნივერისტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, ერთხანს "ტაიმსში“ მუშაობდა, მაგრამ სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ სტატიაში რაღაც ციტატა თავად გამოიგონა. ამის შემდეგ სხვადასხვა გამოცემასა და ტელევიზიაში მუშაობდა, 2001 წლიდან კი პოლიტიკური კარიერა დაიწყო. პარალელურად წერდა ცნობილ გამოცემებში.
ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პალატის წევრი გახდა, მაგრამ მალევე მოუხდა თანამდებობის დატოვება - მედიაში მისი უკანონო შვილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ეს ამბავი რამდენიმე ხნის შემდეგ საზოგადოებას დაავიწყდა და ჯონსონმა კვლავ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება. ის, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლონდონის მერად აირჩიეს, მეორე ვადითაც კი.
მერობის შემდეგაც არ მიატოვა ჟურნალისტობა და "დეილი ტელეგრაფში“ კვლავ განაგრძობდა წერას.
იმ წელს 250 ათასი ფუნტი გამოიმუშავა და ამას "უბრალო წვრილმანი“ უწოდა. ამ ფრაზამ ძალიან გაანაწყენა ბრიტანელები. მედიის წარმომადგენლებმა კი ბორისს შეახსენეს, რომ სხვა მაღალჩინოსნებს 25 ათასი ფუნტი აქვთ ხელფასი, რაც მისაზე 10-ჯერ მცირეა.
ბორისის სახელი ბრიტანელებისთვის ცნობილია, როგორც "ბორის-ბაიკერი“. სწორედ მან დაიწყო ველოსიპედით მოძრაობის აქტიური დანერგვა ქალაქში. თავად პოლიტიკოსი ლონდონის ქუჩებში სხვადასხვა ტრანსპორტით გადაადგილდებოდა. შემდეგ, გამოაქვეყნეს დეკლარაცია, რომელშიც მითითებული იყო, რომ მერმა უზარმაზარი თანხა დახარჯა ტაქსიში. ბრიტანელები კვლავ განაწყენდნენ და მიხვდნენ, რომ ისევ ატყუებდნენ.
გასაკვირია, მაგრამ ესეც მალევე დაავიწყდათ. მერობის მეორე ვადის გასვლის შემდეგ სწორედ ის განიხილებოდა ტერეზა მეის ადგილზე. ბორისი კვლავ პოპულარული გახდა, ხოლო ივნისში ისეთი რამ მოხდა, რასაც არავინ ელოდა.
ჯონსონის საყვარლის კერი საიმონდსის ბინაში პოლიცია მივიდა. მეზობლები ძალიან ძლიერმა ხმაურმა შეაწუხა. რა მოხდა, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ერთ-ერთი თვითმხილველის თანახმად, ძალიან არასასიამოვნო სურათი იყო. ჯონსონსა და კერის შორის კამათი იმაზე დაიწყო, რომ ბორისმა დივანზე ღვინო დაღვარა. შემდეგ წყვილმა ბევრი იკამათა, ოთახიდან ყვირილის ხმა გადიოდა, რის გამოც მეზობელმა მათ კარზე დააკაკუნა, თუმცა არავინ უპასუხა. ბინიდან მალე მსხვრევის ხმაც გაისმა. გოგონა უყვიროდა, რომ დაეტოვებინა მისი ბინა... დილით ჯონსონმა ისე მშვიდად დატოვა ბინა, თითქოს არაფერი მომხდარა.
ამ ინცინდენტის შემდეგ ჯონსონი მეუღლემ მიატოვა... არადა, ბოლო დროს თითქოს მეუღლეს აპატია დაუსრულებელი რომანები. თუნდაც მწერალ პეტრონელა ვაიტთან ურთიერთობა. ამბობენ, რომ მან ამ რომანის დროს ორჯერ გაიკეთა აბორტი. კიდევ რამდენი საყვარელი ჰყავდა ჯონსონს, არავინ იცის.
არც თავად ჯონსონი მალავს, რომ უყვარს ლამაზი და ჭკვიანი ქალები. რა შეიძლება თქვა მაშინ, როცა ის პირველ მეუღლესთან განქორწინებიდან 12 დღეში დაქორწინდა. ბორისმა პირველი ცოლი ალეგრეი ოუენი სწავლის პერიოდში, 1987 წელს გაიცნო. 1993 წელს კი განქორწინდნენ. ჯონსონის მეორე ცოლი, იურისტი, მარინა უილერი იყო. მასთან ოთხი შვილი ჰყავს.
...ბორისი უჩვეულო ფორმის თმას ატარებს, ყოველთვის დაღეჭილი ქურთუკები აცვია, წარმოუდგენლად არაპუნქტუალური და უპასუხისმგებლოა და საჯაროდაც გაცხადებული აქვს, რომ სიყვარული აქვს რუსეთის მიმართ.
დიახ, მომავალმა პრემიერ-მინისტრმა საკუთარ თავს "რუსოფილი" უწოდა. თუმცა, ამას არასდროს შეუშლია ხელი საჭირო მომენტებში განეცხადებინა, რომ რუსეთი არასწორ გზას ადგას.