საზარელი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, გურამიშვილის გამზირის 74 ნომერ-ში, სადაც მრავალსართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში 2 ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. როგორც გაირკვა, 21 და 27 წლის ბიჭები ცეცხლსასროლი იარაღით არიან გარდაცვლილები. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრები ერთ-ერთის - შაკო ტყემალაძის მამამ ნახა. მეორე გარდაცვლილი გურამ (გუგა) კოღუაა.
"ეს სახლი შაკო ტყელამაძის იყო, როგორც ვიცი, მშობლებმა უყიდეს, სწორედ მისმა მამამ ნახა გარდაცვლილები. ამბობენ, თავში აქვთ ტყვია მოხვედრილიო. სავარაუდოდ, მკვლელობა 7-8 საათისთვის მოხდა, თუმცა კორპუსში
სროლის ხმა არავის გაუგია", - განაცხადა კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
რაც ვაჟმა კარი არ გაუღო, ბინაში სათადარიგო გასაღების გამოყენებით შევიდა.
"შაკო უცხოეთში, გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად იყო წასული, ახალი ჩამოსულია უცხოეთიდან. ბინა, სადაც ეს საშინელება მოხდა, სწორედ მისი ჩამოსვლისთვის გაარემონტეს და ბიჭს დაახვედრეს, სადაც წინა დღეს სუფრაც ჰქონიათ გაშლილი. დედ-მამაც იქვე ახლოში ცხოვრობს. შაკოს უთქვამს მშობლებისთვის, სახლს მივალაგებ და მერე გადმოვალო... როგორც ამბობენ, რომ აღარ გამოჩნდა და ტელეფონზეც არ პასუხობდა, მამა იმიტომ წავიდა ამბის გასაგებად. კარი რომ არავინ გაუღო, სათადარიგო გასაღებით გახსნა და ისე შევიდა. ჰოდა, ეს საშინელება დახვდა იხილეთ სრულად