თბილისში, თავისუფლების მოედანზე სამართალდამცველებმა მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მომღერალს პოლიცია არასწორი პარკირების გამო ადმინისტრაციულად აჯარიმებდა.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომღერალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.