ეს 29 წლის ნატალია კუზნეცოვას ამბავია.
ნატალია ჩიტაში დაიბა. ჩვეულებრივი გოგონა იყო, ძალიან გამხდარი. მამამ 14 წლის ასაკში ფორმაში ჩასადგომად სპორტდარბაზში მიიყვანა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მისგან უძლიერესი ქალი დადგებოდა. უკვე 16 წლის ასაკში ბოდიბილდინგში ჩემპიონი გახდა.
დღეს შტანგის აწევაში რეკორდსმენია. საერთაშორისო ტურნირებისა და შეჯიბრებების მწვრთნელი, პროფესიონალი ბოდიბილდერი და სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.
გოგონას სიმაღლეში 170 სმ-ია, იწონის 90 კილოგრამზე მეტს. პარამეტრები კი ასეთია: 48-76-72.
ნატალია სტერეოიდებს იღებს და ამას არც მალავს, თუმცა მცირე დოზით. ფორმის შენარჩუნებაში მას სპეციალური კვება ეხმარება, მათ შორის, კვერცხი, ქათმის ხორცი, ხილი და სხვა მრავალი რამ.
ნატალიას მეუღლე ვლადისლავ კუზნეცოვი ყველაფერში მხარს უჭერს. ის მწვრთნელია თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
შესაძლებელია, სწორედ მის გამო ცდილობდა ნატალია, ქალურობა დაებრუნებინა. ორჯერ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია. ერთხელ, მკერდი გაიზარდა, მეორედ კი ტუჩები.
გოგონა საკუთარი სხეულით ამაყობს და ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებს ფოტოებს. იქ არაერთ აღფრთოვანებულ კომენტარს იპოვნით.
რასაკვირველია, კრიტიკოსი მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ქალი ძალოსანია, მას მაინც ჰალკს უწოდებენ. ხშირად ამტკიცებენ, რომ ქალი ასე არ შეიძლება გამოიყურებოდეს და რომ ნატალია ტრანსგენდერია.
ბევრი კი ნატალიას მამას კიცხავს, რომელმაც გოგონას თავიდანვე აურია თავგზა და იმ გზაზე დააყენა, საიდანაც ის უკან ვეღარ დაბრუნდა და ზღვარიც ვეღარ გაიგო... თუმცა თვითონ საკუთარი თავი ძალიან მოსწონს და ამბობს, რომ ბედნიერია. ალბათ, მთავარი მაინც ესაა.