საქართველოში რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი იმართება, რომელიც წესით, ფოთში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ფოთის თეატრის სავალალო სიტუაციის გამო, ცოტა არ იყოს, დაიქსაქსა და შესაბამისად, ფესტივალის ნაწილი დედაქალაქშიც ჩატარდა. შემთხვევით ვისარგებლეთ და დედაქალაქში მყოფ ფოთის თეატრის მსახიობს - გიორგი სურმავას შევხვდით... აღმოჩნდა, რომ გიორგისა და სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მისი პერსონაჟის - ტონი ოჩიგავას პირად ცხოვრებაში საინტერესო პარალელები იკვეთება: ტონისაც და გიორგისაც განსაკუთრებულ სიტუაციაში მყოფი მეუღლეები ჰყავთ...
- ამ სეზონზე ყველაფერი კარგად მიდის, ჩემი პერსონაჟიც გააქტიურდა. რა თქმა უნდა, ეს ქალბატონი ქეთის (სცენარისტის) დამსახურებაა, რადგან ყველაფრის თავიდათავი ის გახლავთ - ძალიან საინტერესო პიროვნებაა... სერიალში ახლა "მე" და დოჩი ბავშვს ველოდებით.
- ბავშვს მე და ჩემი მეუღლეც ველოდებით - 1 თვეში გაჩნდება. ორ ფრონტზე ვიბრძვი (იცინის). ერთი გოგონა - 7 წლის ბარბარე მყავს, ახლა მეორე შვილს - ვაჟკაცს ველოდები... ფილმში მოვლენები როგორ განვითარდება, არ ვიცი. დოჩი ორსულადაა, როგორც ყველა ვხედავთ.
- კი, სეზონი ფინალისკენ მიდის და ალბათ, ასე იქნება.
- თავდაპირველად, მისი სახელი რომ გავიგონე, ვიფიქრე, - ვინ არის, როგორი პერსონაჟი შეიძლება, იყოს-მეთქი? თან, მეგრელი. სასაცილო ტიპიც არის, მაგრამ ბოლომდე სასაცილოც არაა: მეოჯახეა, ვითომ წყნარად, მშვიდად არის, მაგრამ თავისი "აფერისტობები" მაინც აქვს. დოჩი ალიშბაიას მორჯულება და ცოლად შერთვა ადვილი საქმე არ არის, ეს მაყურებელმა უკვე იცის (იცინის). ჩემმა პერსონაჟმა ეს მოახერხა და მგონი, მასში ჯერ კიდევ რაღაც იმალება, რაც თავიდან ბოლომდე, სცენარისტს ჯერ არ გაუყიდია (იღიმის).
- არა მგონია. დოჩი ემოციურია, მმართველობს, ძალიან დიდი გავლენა აქვს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - იტალიაშიც. ბევრ რამეზეა "მოდებული". ადამიანთა გარკვეული წრე თავისი გავლენის ქვეშ ჰყავს მოქცეული.
- საერთოდ, ეს სერიალი რეალობასთან მიახლოებულია - სწორედ ამიტომაა საინტერესო და მაყურებლებს ამიტომ უყვართ. რა თქმა უნდა, ჩემ გარშემოც ასეა: მეუღლე ორსულად მყავს. მასაც აქვს თავისი მოთხოვნები, როგორც ყველა ორსულ ქალბატონს. თუმცა, დოჩის ეს მოთხოვნები გამძაფრებულად აქვს. საერთოდ, ფილმს მაინც უტრირებულად ხაზგასმა სჭირდება.
- პირველ შვილზე მისი ორსულობის დროსაც ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ, მეუღლის სურვილები შევასრულო. მიმაჩნია, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის ორსულობა განსაკუთრებული მდგომარეობაა. ასეთ დროს მათ დიდი ხელშეწყობა, ყურადღება, სითბო და სიყვარული სჭირდებათ. მეც ვცდილობ, თავი გავართვა ასეთ კაპრიზებს, მოთხოვნებსა და სურვილებს, რადგან ჩემი (უკვე მეორე) შვილის დედა უნდა გახდეს.
- არც ძალიან განსაკუთრებულად, არც - ძალიან მოდუნებულად. ჩვეულებრივი "გიჟი" მამა ვარ, რომელსაც 7 წლის ქალიშვილი ჰყავს, რომელიც სიგიჟემდე უყვარს! დღემდე ბარბარეთი ვცხოვრობდით. მეორე შვილს - იოანეს ველოდებით და ალბათ, ის სულ გაგვაგიჟებს, გადაგვრევს (იცინის)... საერთოდ, შვილის სქესის გარჩევა სისულელედ მიმაჩნია - მთავარია, ღმერთმა ჯანმრთელი გააჩინოს. რა მნიშვნელობა აქვს, გოგო იქნება თუ ბიჭი? ორივე ჩემი შვილია. ახლა ვფიქრობ: იოანეც მიყვარს, თავისთავად, მაგრამ ჯერ ისე არა, როგორც - ბარბარე (იღიმის). რა თქმა უნდა, ეს სიყვარული ორივე შვილზე უნდა გავანაწილო.
- რადგან ბარბარე პირველი შვილია, ვანებივრებდით. ყველაფერს ვუსრულებდით, რაც მოუნდებოდა, თუნდაც - საჩუქრების ყიდვა. დიდი დოზით, არც ცელქობას ვუშლიდით. ალბათ, იოანესაც ასე გავზრდით. ბავშვებს თავისუფლება უნდა მისცე, მაგრამ რაღაც შეზღუდვაც დაუწესო, რადგან წესები ისწავლონ, აღიზარდონ, ისეთი მსოფლმხედველობა ჩამოუყალიბდეთ, რომ რაღაც შეიძლება, რაღაც - არა. ვნახოთ, ამ ყველაფერს როგორ მივაჩვევთ და ვასწავლით. განაგრძეთ კითხვა