ზოგჯერ ბავშის უბრალოდ დასაძინებლად დაწვენა, ნამდვილად სუპერაგენტის მიერ შესასრულებელ მისიად იქცევა. ბავშვის ძილი მშობლების მთავარი საზრუნავია, რაც მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარებისთვის. ძილის დროს მისი ორგანიზმი ისვენებს და აღიდგენს დღის განმავლობაში დახარჯულ ენერგიას.
ზოგ შემთხვევაში, ბავშვებს სძინავთ მშვიდად და უპრობლემოდ, ზოგჯერ კი, უჭირთ დაძინება ან ხშირად იღვიძებენ ღამით, ჭირვეულობენ და მშობლებს უწევთ ღამის თენება. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბავშვის ძილის რეჟიმი დამოკიდებულია მის ასაკზე, ტემპერამენტზე, ხასიათსა და გარემო პირობებზე.
mshoblebi.ge გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ უზრუნველყოთ თქვენი შვილების დამოუკიდებლად და მშვიდად ძილი, რაც თქვენთვის გამარჯვებისა და ჯილდოს ტოლფასი იქნება.
1. მანათობელი სათამაშოები
ბევრი მშობელი ბავშვს საძინებელში სანათს უტოვებს. გეტყვით რომ, თუ თქვენც ასე იქცევით, ეს სრულიად სწორი ქმედებაა. ბოსტონელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ბავშვის ფსიქიკაზე კარგად მოქმედებს, ვინაიდან მათ არ უჩნდებათ შიშის შეგრძნება და მშვიდად ეძინებათ დაბალი განათების მქონე ოთახში, აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნათურის სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 ვატს.
მანათობელი კუ - სწორედ, რომ ერთ-ერთ ასეთ სანათად შეგიძლიათ გამოიყენოთ. უპირატესობის სახით, მის ბაკანს ვარსკვლავების ჭრილები აქვს, რაც ბავშვს ვარსკვლავებიანი ცის იმიტაციას უქმნის, ღლის თვალს და სწრაფად დაძინებაში უწყობს ხელს.
2. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვთან, რომელიც საკმაოდ აქტიურია და მისი საწოლამდე მიყვანა ბევრ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, ერთგვარი თამაშის სპეციფიკა შეიმუშავოთ, რაც გულისხმობს საწოლამდე მიყვანას სხვადასხვა თამაშის მეშვეობით.
თქვენს ბავშვს შეგიძლიათ შესთავაზოთ თაიმერში ჩანიშნული დროის განმავლობაში, მოასწროს საღამურის სწრაფად ჩაცმა და საძინებელ ოთახამდე რომელიმე ცხოველის სიარულის მანერით მისვლა, მაგალითად: სპილოს დინჯი ნაბიჯებით, ან წრუწუნას სწრაფი ტემპით, ხოლო როცა ჩაწვება, ჩაურთეთ ელექტრონულ მოწყობილობაში აუდიო ზღაპრები. შესაბამისად სამსახურიდან მისული, დაზოგავთ თქვენს ენერგიას.
ამ "სამსახურს" თქვენს ნაცვლად შეასრულებს gudabooks.ge-დან გადმოწერილი აუდიო წიგნი, რითაც უპირველეს ყოვლისა, ბავშვს მალე დაძინებაში, ძილის წინ, საყვარელი ზღაპრის მოსმენა დაეხმარება. ვებგვერდზე უკვე ატვირთულია სხვადასხვა საბავშვო წიგნი ქართველი მსახიობების გახმოვანებით. გუდა ბავშვებს ზღაპრებს წაუკითხავს და ტკბილად ჩაძინებაში დაეხმარება.
3. ყველაზე გამოცდილ მეთოდად, კლასიკური, ოქროს კოლექციის, მუსიკის მოსმენა ითვლება, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზმს მოდუნებასა და რელაქსაციაში. ასევე რეკომენდირებულია ბუნების ხმების მოსმენა, რაც ბავშვს უქმნის სიმშვიდესთან ერთად კომფორტის ზონას და ეხმარება სწრაფად დაძინებაში.
ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ mshoblebi.ge-ს მიერ შემოთავაზებული რჩევები, სასურველია დანერგოთ რიტუალის სახით და მისცეთ ყოველდღიური სახე, რაც საღამოს განმავლობაში მხოლოდ 30-40 წუთს წაგართმევთ.
ყოველდღიურად, რიტუალის სახით, ამ მეთოდებით ბავშვის დაძინება, გაუქრობს ძილის მიმართ პროტესტის გრძნობას, მეტიც, სულ მალე თვითონ დაელოდება ამ მომენტს და თავისი ნებით მივა საძინებლამდე.