დღევანდელ დღეს ალბათ უკვე წარმოუდგენელია კომფორტი და ნორმალური პირობები კონდიციონერის გარეშე. ეს ნივთი განსაკუთრებით ზაფხულში ხდება ყველაზე აქტუალური, როცა სიცხე აუტანელია და ფანჯრების გაღება სულაც არაა შველა - მინიმუმ, საერთოდ არ გაგრილდები და მაქსიმუმ, სახლი მწერებით გაივსება.
თუმცა კონდიციონერი რომ კარგად მუშაობდეს, ისე გვემსახუროს, რომ სარგებელი მოგვიტანოს და არა საფრთხე (დიახ, ასეც ხდება ხოლმე), რაღაც-რაღაცები უნდა ვიცოდეთ. განსაკუთრებით, თუ სახლში ბავშვი გვყავს.
ბავშვის ჯამრთელობისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურ ტემპერატურაში იმყოფებოდეს და ასევე მნიშვნელოვანია ჟანგბადით გაჯერებულ ოთახში ყოფნა. ამიტომ კონდიციონერის მოხმარების პირობებში საჭირო ხდება ოთახის ხშირი განიავება, რაც თავის მხრივ არასტაბილურ ტემპერატურას იწვევს და აციებს ბავშვს.
ექიმები ამბობენ, რომ კონდიციონერი ბაქტერიებს ამრავლებს. ასეც იქნება, თუ ფილტრებს არ გამოცვლით და თუ სწორად არ შეარჩევთ კონდიციონერს.
კონდიცირებისას ჰაერის გამოშრობა ხდება, დეიონიზაცია. გარემო იონებისგან იცლება, არადა, იონები ორგანიზმისთვის აუცილებელია.
ამ ყველაფრისგან დაცული რომ იყოთ და ამ მართლაც საოცარმა გამოგონებამ მხოლოდ დადებითი შემოიტანოს თქვენს ოჯახში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხიანი კონდიციონერი, იყიდოთ სანდო და ხარისხიანი და კიდევ - დაიცვათ მისი გამოყენების წესები.
სტანდარტულად კონდიციონერი, მხოლოდ ოთახში არსებულ ჰაერს იყენებს გასაგრილებლად, ამიტომ საჭიროა ოთახის ხშირი განიავება, რომ ბავშვების ჯამრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ.
ხშირი განიავება ოთახში თავისთავად არასტაბილურ ტემპერატურას იწვევს რაც ბავშვის ჯამრთელობისთვის ასევე საზიანოა და აციებს.
Haier Dawn-ს კი გარედან შემოაქვს სუფთა ჰაერი და არ იყენებს მხოლოდ ოთახში არსებულს გასაგრილებლად. აღნიშნული ფუნქცია საშუალებას გვაძლევს ოთახის ხშირი განიავების და ტემპერატურის ბალანსის დარვევის გარეშე გავგრილდეთ და ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი
როგორც უკვე ვთქვით კონდიციონერი ყველაფერთან ერთად, ბაქტერიების გავრცელების წყაროა და სივრცეში, სადაც ბავშვები იმყოფებიან, დაბინძურებულ ფილტრებს ჰაერთან ერთად, ბაქტერიული ფლორა შემოაქვს, რაც იწვევს შემდეგ დაავადებებს გაციება, ვირუსული ინფექციები, ბრონქიტი, სინუსიტი, პნევომონია.
Haier Dawn-ს გააჩნია ულტრააისფერი ნათურა, რომელიც ანადგურებს ოთახში არსებულ ბაქტერიებს და ახდენს მათი ხელახალი წარმოქმნის პრევენციას. აღწევს სტერილიზაციის ეფექტს ქიმიური ნივთიერებების დამატების გარეშე.
ასევე საყურადღებოა, თუ კონდიციონერის ცივი ნაკადი პირდაპირ ბავშვს დაუბერავს, ეს მისი ჯამრთელობისთვის იქნება საზიანო,რადგან მოხდება მექანიკური დაზიანება.
Haier Dawn კონდიციონერის ეკო პილოტ ფუნქცია სენსორების მეშვეობით ჰაერის დაბერვის მიმართულებას ცვლის ადამიანის გადაადგილების საპირისპიროდ, შესაბამისად, ის არასდროს დაუბერავს ცივ ჰაერს იმ მიმართულებით სადაც ბავშვი იმყოფება.
ეს სულ მცირე ჩამონათვალია, რაც Haier-ის კონდიციონერს ახასიათებს და სასურველია, კარგი კონდიციონერის მახასიათებლებში იყოს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობის A+++ კლასი მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნალურ გადასახადებს. დიზაინი კი ნებისმიერი თანამედროვე ბინის ინტერიერს მოერგება.
როდესაც კონდიციონერს და ნებისმიერ ასეთ საჭირო და მნიშვნელოვან ტექნიკას ყიდულობთ, აუცილებლად უნდა იყიდოთ სანდო დაწესებულებაში, სასურველია, პირდაპირ ბრენდების წარმომადგენლებთან. მაგალითად, იმავე Haier-ის პროდუქცია საქართველოში "ქებული კლიმატის" მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ. კომპანია ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და პროდუქტის მიწოდებასთან ერთად მის სწორად შერჩევასა და მონტაჟსაც უზრუნველყოფს.
და ბოლოს, აუცილებლად ვაკონტროლოთ, ტექნიკურად რამდენად გამართულია ჩვენი კონდიციონერი. ხშირად ვწმინდოთ ფილტრი, თუ ოჯახში ბავშვია, სასურველია, ფილტრი გავწმინდოთ ორთვეში თვეში ერთხელ.