1 წლის ტყუპი, რომელიც მამამ მანქანაში 8 საათის განმავლობაში დატოვა, გარდაიცვალნენ. CNN-ის ინფორმაციით, მამას ეგონა, რომ შვილები დღის ცენტრში დატოვა.
"მახსოვდა, რომ სამსახურში წასვლამდე ისინი დღის ცენტრში დავტოვე. დამავიწყდნენ... ჩემი შვილები დაიღუპნენ. ისინი მე მოვკალი" - განაცხადა 39 წლის ხუან როდრიგეზმა პოლიციასთან.
როდრიგეზი დაკავებულია და ბრალად მკვლელობა ედება. ადვოკატი, ჯოუი ჯექსონი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასოწარკვეთილია. "ოჯახი განადგურდა. როდრიგეზის ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან მყიფეა იმის გამო, რაც მოხდა" - განაცხადა ადვოკატმა.
დაკავებულის მეუღლემ, მარისა როდრიგესმა მიმართვა გაავრცელა, რომელშც ამბობს რომ ყველაფრის მიუხედავად ქმარს მხარდაჭერას უცხადებს: განაგრძეთ კითხვა
თვითმფრინავში მყოფ დედას ჰაერში გაახსენდა, რომ შვილი აეროპორტში დარჩა - უნიკალური შემთხვევა