უროლოგიურ პრობლემას ადამიანები ხშირად სირცხვილის გამო მალავენ. ამასთანავე, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, რომ უროლოგია მხოლოდ მამაკაცების დაავადებაა.
სწორედ ამიტომ პრობლემა პროფესიონალებისგან განმარტებას საჭიროებს. მით უმეტეს, რომ ასაკის მატების პარალელურად უროლოგიური პათოლოგიების განვითარების რისკი იზრდება.
რას მოიცავს ონკოუროლოგია და როგორია დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები? – ამ თემებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოუროლოგი ზაალ კვირიკაშვილი გვესაუბრება.
რაოდენობრივად ის მამაკაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში, თუმცა მდედრობით სქესშიც იშვიათობას არ წარმოადგენს.
როგორც წესი, ამგვარი დაავადებების სიმპტომები ფარულად მიმდინარეობს, ნელა ვითარდება და ამის გამო პაციენტები ხშირად მათ ყურადღებას არ აქცევენ.
ჩივილები შესაძლოა იყოს სხვადასხვაგვარი, იქიდან გამომდინარე, რომელი ორგანოს დაავადებაა, დაწყებული თირკმლით, დამთავრებული გარეთა სასქესო ორგანოებით.
ყველაზე მთავარი ჩივილი, რაც შეიძლება გამოვლინდეს და პაციენტმა დამალოს, გარკვეული სირცხვილის გამო, არის დიზურიული მოვლენები, როცა შარდვის აქტი ირღვევა. ამას ადამიანები, თუკი ასატანია, მალავენ და ექიმს არ მიმართავენ. ასე კი იკარგება "ოქროს დრო", რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
რაც შეეხება სიმპტომებს, ესენია: გახშირებული შარდვა, სისხლიანი მინარევი შარდში, ტკივილი საპროექციო არეში, შარდის შეკავება, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება და სხვა. ეს ის ჩივილებია, რაც შესაძლოა, აწუხებდეთ, მაგრამ პაციენტებმა ყურადღების მიღმა დატოვონ. აუცილებელია, რომ პაციენტებმა პირველივე სიმპტომებისას მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ დიაგნოსტიკური კვლევები, რათა დაავადება ადრეულ ეტაპზე დადგინდეს.
რაც შეეხება დიაგნოსტიკას, ჩვენს კლინიკაში გამოიყენება ყველა მეთოდი, დაწყებული ფიზიკალური გასინჯვიდან, დამთავრებული ტომოგრაფიით.
ადგილზე გვაქვს ყველა აუცილებელი კვლევის სრული სპექტრი და მისთვის საჭირო უახლესი აპარატურა. მათ შორის აღსანიშნავია ჩვენი ბოლო თაობის ვიდეოცისტოსკოპი, რომლითაც პრაქტიკულად უმტკივნეულოდ და მაღალი გარჩევადობითაა შესაძლებელი შარდის ბუშტის დათვალიერება. ძალიან მცირე წარმონაქმნის აღმოჩენის შემდეგ კეთდება მისი ბიოფსია, მორფოლოგიური შესწავლა და ა.შ.
ცისტოსკოპს აქვს განსაკუთრებული, ე.წ. MBI რეჟიმი, რომელიც შარდის ბუშტის ლორწოვანის ისეთ პათოლოგიას აღმოაჩენს, რომელიც ჩვეულებრივი ცისტოსკოპიური კვლევისას უხილავია. დროულ აღმოჩენას კი შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ქირურგიული მიმართულებით ვაკეთებთ ოპერაციებს როგორც ღია, ისე ლაპაროსკოპიული მეთოდით. მათ შორის თირკმლის, შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის, ასევე პროსტატის და გარეთა სასქესო ორგანოების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების, დროს.
ჩვენს კლინიკაში უპირატესობას ლაპაროსკოპიულ მეთოდს ვანიჭებთ, რადგან ეს არის პაციენტისთვის გაცილებით დამზოგველი ოპერაცია, რის შემდგომაც რეაბილიტაცია მარტივია.
ძირითადად ეს ეხება მენჯის არეში გავრცელებულ ონკოლოგიურ პათოლოგიებს, რომლებიც შარდის ბუშტის, გინეკოლოგიური, ანუ საშვილოსნოს ყელის ან სწორი ნაწლავის სიმსივნეებს მოიცავს. ამ შემთხვევებში ხდება მენჯის ორგანოების მთლიანად ამოკვეთა და ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მასშტაბი ონკოქირურგიაში.
კლინიკაში ვატარებთ როგორც მენჯის ორგანოების სრული ამოკვეთის, ისე მის აღდგენით-რეკონსტრუქციულ ოპერაციებსაც.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სტაციონარი და პაციენტები ზედმეტი დროის დაკარგვის გარეშე, ერთ სივრცეში იღებენ ყველა საჭირო ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას.