ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 3 წლის გოგონას მდგომარეობა სტაბილურია და ის სახლში გაეწერა. არსებული ინფორმაციით, ლიფტი ძველია და გოგონამ მისი ფეხით გაღება სცადა. აჭარიის ტელევიის ინფორმაციით, ბავშვი პირველ სართულზე იყო, როცა სავარაუდოდ, ლიფტის კარი გააღო, ფეხი დაუცდა და შახტში ჩავარდა. ლიფტი კი ამ დროს სხვა სართულზე იყო გაჩერებული. მას მკურნალობა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში ჩაუტარდა.
"ბავშვს ლიფტის შახტაში ფეხი ჩაუცურდა. არ აღენიშნებოდა სერიოზული დაზიანებები. მისი მდგომარეობა სტაბილური იყო. აღმოვუჩინეთ შესაბამისი დახმარება და ახლა გაწერილია სახლში“- აცხადებენ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.