ანჯელინა ჯოლის ოჯახი კვლავ სკანდალში გაეხვა. მსახიობის 13 წლის შვილმა შაილომ დედას განუცხადა, რომ მასთან ცხოვრება აღარ სურს და მამასთან, ბრედ პიტთან, გადაყვანა მოსთხოვა. უკიდურეს შემთხვევაში, თუ სულ ვერ იცხოვრებს მამასთან, შაილო თანახმაა, რომ პიტის მშობლებთან, იულიამთან და ჯეიმთან იცხოვროს, მისურიში. ამის შესახებ მსახიობის ერთ-ერთმა მეგობარმა განაცხადა მედიაში.
შაილოს ეს გადაწყვეტილება ჯოლისთვის მოულოდნელი იყო და სერიოზულ სტრესად იქცა, რის გამოც მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. არ ელოდა, რომ კიდევ ერთი ბავშვი წავიდოდა მის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ, მსახიობის შვილობილმა მედოქსმა განაცხადა, რომ როგორც კი 18 წლის გახდება (ერთ თვეში უსრულდება), უჩივლებს უნცროსი ძმებისა და დების მეურვეობის მოსაპოვლებლად. როგორც მედოქსი ამბობს, ჯოლის სახლში არანორმალური ფსიქოლოგიური გარემოა და ისინი გამუდმებულ სტრესში არიან.
შეძლებს თუ არა მედოქსი საკუთარი გეგმის შესრულებას, ჯერ უცნობია. შესაძლებელია სასამართლომ მას უარი უთხრას, რადგან ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, არ აქვს საკუთარი შემოსავალი და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს ძმებს და დებს. ჯოლის მეგობრის თქმით, ბრედ პიტმა უკვე შეიტყო შვილის მასთან ცხოვრების სურვილის შესახებ და ძალიან გაუხარდა.
შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2019 წლის აპრილში განქორწინდნენ. ანჯელინამ საბუთები 2016 წელს შეიტანა, თუმცა საქმე რამდენიმე თვის წინ დასრულდა. მსახიობებს ექსვსი შვილი ჰყავთ: 17 წლის მედოქსი, 15 წლის პაქსი, 14 წლის ზაჰარა, 13 წლის შაილო და 11 წლის ტყუპი - ვივიენი და ნოქსი.
2018 წელს ჯოლის ადვოკატმა თქვა, რომ პიტი ბავშვებს ძალიან მცირე ალიმენტს უხდის, რაც მოგვიანებით მსახიობმა უარყო. დეკემბერში ჯოლი და პიტი საბოლოოდ შეთანხმდნენ ბავშვების მეურვეობის პირობებზე.