ვცხოვრობთ, ვაწყობთ გეგმებს, ვიღებთ ოჯახის შექმნაზე გადაწყვეტილებას. ვიწყებთ ქორწილზე ფიქრსა და ბედნიერ ოჯახზე ოცნებას.
რას შეუძლია შეაფერხოს ცხოვრების ჩვეულებრივი დინება? ერთი უყურადღებო მძღოლი და ყველაფერი რამდენიმე წამში სრულდება.
დები გერლაკი არიზონას შტატში ცხოვრობს. 2017 წელს საუკეთესო მეგობარმა, რენდი ციმერმანმა ხელი სთხოვა და სიხარულით დასთანხმდა. ქორწილის გადახდა 2018 წლის ნოემბერში დაგეგმეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი ქორწილი ვერ შედგა.
2018 წლის თებერვალში რენდი მოტოციკლს მართავდა, რა დროსაც ავტომობილის თავზეხელაღებულმა მძღოლმა დაარტყა. ბიჭი მძიმედ დაშავდა და ადგილზე გარდაიცვალა.
დების ძალიან გაუჭირდა მისთვის მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ადამიანის დაკარგვა. რენდის ცოლობა მისი ყველაზე დიდი ოცნება იყო, ახლა კი ამ ოცნებას ვეღარასდროს აიხდენს.
იმ დღეს, როცა დებისა და რენდის ქორწილი იყო დანიშნული, გოგონამ სოციალურ ქსელში ემოციური და გულისამაჩუყებელი პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც მანქანის მღოლებს მიმართა და თან დაურთო მსოფლიოში ყველაზე სევდიანი საქორწინო ფოტოები.
"2018 წლის 11 ნოემბერი. დღეს არის დღე, რომელზეც ბავშობიდან ვოცნებობი. დღეს, ცოლი უნდა გავმხდარიყავი, მისის ციმერმანი. მაგრამ, დღეს, როგორც ყოველთვის, გამეღვიძა მარტოსულსა და გულგატეხილს. დღეს მე ვერ გავთხოვდი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულზე, არ მყავს ქმარი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ გააკეთა არჩევანი, რომელმაც შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. აირჩია, რომ "სდექ“ ნიშანთან არ გაჩერებულიყო და მოტოციკლს დაარტყა“, - ყვება საკუთარ სევდიან ისტორიას გოგონა.
,,გთხოვთ, ყველას, ვინც ამ პოსტს კითხულობთ, ,,სდექ“ ნიშანთან გაჩერებულ მოტოციკლებს მიაქციეთ ყურადღება, რადგან შეიძლება მასზე მსხდომი ადამიანები ვიღაცისთვის მთელი სამყარო ოყოს. ის მძღოლი რომ "სდექ“ ნიშანთან გაჩერებულიყო, დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულზე დავქორწინდებოდი“, - ამბობს დები.
დები ფოტოებზე იმ კაბაშია გამოწყობილი, რომელიც ქორწილში უნდა ჩაეცვა. ზოგიერთ ფოტოზე ფოტოგრაფმა შეძლო რენდის გამოსახულების დახატვა, რომელიც სიძე უნდა დასწრებოდა ქორწილს, ეს ტრაგედია რომ არა. ბიჭის ფოტოები გამჭვირვალე გახადა. თითქოს ის მოჩვენებაა და ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან დღეს საყვარელ ქალთან ერთადაა. სოციალურ ქსელში მას მფარველი ანგელოზი კი უწოდეს.
ყველაზე დიდი გამოხმაურება კი იმ ფოტოებმა გამოიწვია, რომელზეც დები გარდაცვლილი საქმროს ფერფლს კოცნის და ეხუტება. ამ ამბავმა მსოფლიოში არაერთი ადამიანი აატირა.
რენდი ერთ წელზე მეტია გარდაიცვალა, თუმცა მისი პატარძალი კვლავ განაგრძობს სოციალურ ქსელში მისი ფოტოების გამოქვეყნებას და სხვებსაც უზიარებს მასზე მოგონებებს.