მოდელი თაკო ჩხეიძე სამი ბიჭის დედაა. მათ შორის უფროსი, სერგი უკვე 19 წლისაა და საზღვარგარეთ სწავლობს. სერგის მერე თაკომ დაახლოებით 10-წლიანი პაუზა გააკეთა და გააჩინა მეორე შვილი - სანდრო, 2 წლიწადში კი მას დათუნა მოჰყვა.
პირველად რომ დედა გახდა, თავადაც პატარა იყო და ხშირად ამბობს ხოლმე, რომ სერგისთან ერთად ბევრ რამეს სწავლობდა. თან მაშინ მის დიპლომატ მეუღლეს, რუსლან აბაშიძეს, სამსახურებრივი მოვალეობის გამო სხვადასხვა ქვეყანაში უწევდა ცხოვრება. თაკოც, რასაკვირველია, მასთან ერთად იცვლიდა საცხოვრებელს.
ბოლო წლებში, მოდელის ქმარმა პოლიტიკაში გადაინაცვლა და დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლია.
თაკო ხშირად მოგზაურობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თუმცა როგორც ჩანს, წელს ისიც ჩაება საქართველოში დასვენების კამპანიაში და ბიჭებთან ერთად მარტვილის კანიონი მოინახულა.
შთაბეჭდილბებით აღსვავსემ ფოტოები სოციალურ ქსელში შემდგი მინაწერით გამოაქვეყნა:
„წინ დიდი სიამოვნება გელით, ვინც აპირებთ მარტვილის კანიონის მონახულებას. ყველას გირჩევთ ამ ულამაზეს მხარეში მოგზაურობას თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.
მე და ჩემმა ოჯახმა დაუვიწყარი დღეები გავატარეთ ულამაზეს სამეგრელოში და თქვენც გიზიარებთ“.
თეკლა ჟვანია