„არარეალური სილამაზის ოჯახი“...
„სიტყვები ზედმეტია“...
„რა ბედნიერებაა როდესაც ამდენი სილამაზე ერთ ოჯახში იყრის თავს“ -
ამ კომენატრებით ამკობენ თაკო ნაცვლიშვილის ფოტოს, რომელიც დედასთან და უმცროს დასთან ერთად აქვს გადაღებული.
მოგეხსენებათ, თაკოს დედაც ყოფილი მოდელი ნინო ცქიტიშვილია, მამა კი ყოფილი კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილი. ვატო და ნინო სილამაზით თბილისში ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად ითვლებიან. შესაბამისად, შვილების არაჩვეულებრივი გარეგნობა სულაც არ იქნება გასაკვირი მათთვის, ვინც მშობლებს იცნობს.
თაკო უკვე მსოფლიო დონის მოდელია, მის პატარა დას, ანასაც იმავეს უწინასწარმეტყბელენ, თუმცა როგორ ირკვევა, ჯერჯერობით ეს სფერო ანნა ნაცვლიშვილის ინტერესში არ შედის.
განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევა თაკოს უმცროსი ძმა გუგაც, რომელიც მამას საოცრად ჰგავს. ოჯახს 3 წლის წინ მეოთხე შვილი - ანდრია შეეძინა, რომლის გაზრდაშიც უფროსი დედმამიშვილები აქტიურად არიან ჩართულნი.
თეკლა ჟვანია