ქობულეთში ზღვაში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცი ძლიერი ტალღებში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივი მაცხოვრებელია.