გურგენა პაპას შვილიშვილმა ოცნება აუსრულა და ზღვა ანახა - საოცარი ფოტოები - მშობლები

გურგენა პაპას შვილიშვილმა ოცნება აუსრულა და ზღვა ანახა - საოცარი ფოტოები

2019-08-05 18:42:02+04:00

ფოტოგრაფმა ზაქარია ჭელიძემ საოცარი ფოტოები და ემოციური ამბავი გამოაქვეყნა ფეისბუქზე. ფოტოამბავს დამსახურებული დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა:

"საოცარი დღე.

გურგენა პაპა 86 წლის.

არასოდეს არ ყოფილა ზღვაზე.

(რატო, უი, როგორ? - პაპამ მითხრა მთელი ცხოვრება ვმუშაობდი და არ მეცალაო ) #პაპაზღვაზე

მაგარი შვილიშვილი ჰყავს - დავით ზურაბაშვილი.

დღეს მას აუსრულა ოცნება და ანახა ზღვა.

მადლობა, რომ ეს ემოცია გამიზიარე, დავით, და დამანახე პაპას საოცარი თვალები.

აბა დავფიქრდეთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ბაბუ-ბებიებისთვის, რომ მათ გავულამაზოთ დღეები.

მიყვარხარ, დავით, ამ საქციელისთვის".

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi