"მისი ტანსაცმელი არ გავრეცხე: რომ ვერ დაბრუნდეს, ბოლოს ნაცვამი მაინც დამრჩება-მეთქი... ასეც მოხდა" - აგვისტოს ომის გმირი კაპრალის ამბავი
"მისი ტანსაცმელი არ გავრეცხე: რომ ვერ დაბრუნდეს, ბოლოს ნაცვამი მაინც დამრჩება-მეთქი... ასეც მოხდა" - აგვისტოს ომის გმირი კაპრალის ამბავი
თე­მურს და მა­ი­ას ომის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე შე­ე­ძი­ნათ შვი­ლი. ჯა­რის­კაც­მა ბი­ჭუ­ნას ალექ­სი და­არ­ქვა. როცა მე­უღ­ლემ ჰკი­თხა: "რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ალექ­სი?" ჯა­რის­კა­ცი დაჰ­პირ­და, რომ ბავ­შვის ნათ­ლო­ბი­სას გა­უმ­ხელ­და, "რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ალექ­სი"... შვი­ლი 28 აგ­ვის­ტოს უნდა მო­ე­ნათ­ლათ...

8 აგ­ვის­ტოს 25 წლის კაპ­რა­ლი თე­მურ ბო­კუ­ჩა­ვა გმი­რუ­ლად და­ე­ცა ცხინ­ვა­ლის მი­სად­გო­მებ­თან და ეს სა­ი­დუმ­ლო თან ჩა­ი­ტა­ნა მი­წა­ში, მი­წა­ში, რომ­ლის დაც­ვა­საც შეს­წი­რა თავი...

თე­მურ ბო­კუ­ჩა­ვა სო­ხუ­მე­ლი იყო. 1983 წელს და­ი­ბა­და და ათი წლი­საც არ იყო, მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქი
რომ და­ა­ტო­ვე­ბი­ნა მტერ­მა. ოჯა­ხი სე­ნაკ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. სწავ­ლობ­და სე­ნა­კის მეშ­ვი­დე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც ახლა მისი სა­ხე­ლო­ბი­საა...

მაია ცე­ცხლა­ძე, თე­მურ ბო­კუ­ჩა­ვას მე­უღ­ლე:

"ძა­ლი­ან კარ­გი მოს­წავ­ლე ყო­ფი­ლა, ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან ცელ­ქი... ბავ­შვო­ბა დევ­ნი­ლო­ბა­სა და ოც­ნე­ბა­ში გა­ი­ლია - სო­ხუმ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.
თე­მო­ზე შე­მიძ­ლია და­უს­რუ­ლებ­ლად ვი­სა­უბ­რო. ის ჩემი ცხოვ­რე­ბის ერთი დიდი ლა­მა­ზი ნა­წი­ლია. ჩემი სტი­მუ­ლის მომ­ცე­მი და დიდი სიყ­ვა­რუ­ლი. თე­მოს ძა­ლი­ან დიდი გული ჰქონ­და, ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე მე­უღ­ლე და მამა იყო. ძა­ლი­ან დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­და, უნ­დო­და სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცე­რი გამ­ხდა­რი­ყო. თემო ოჯახს ეძახ­და თა­ვის სამ­სა­ხურს. სო­ხუმ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და - სო­ხუმ­ში დრო­შა მე უნდა ავაფ­რი­ა­ლო პირ­ველ­მაო - ამ­ბობ­და ხოლ­მე. მის­თვის ყვე­ლა­ზე წმინ­და სამ­შობ­ლო და ოჯა­ხი იყო.

როცა გა­ი­გო შვილს ვე­ლო­დე­ბო­დით, დღე­ებ­სა და
სა­ა­თებს ით­ვლი­და. რო­დე­საც ბიჭი შეგ­ვე­ძი­ნა, მის ბედ­ნი­ე­რე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და. სა­ხე­ლიც თვი­თონ შე­ურ­ჩია - ალექ­სი. რაც და­ვო­ჯახ­დით, ავი წი­ნათ­გრძნო­ბა მქონ­და, რომ ბო­ლომ­დე ერ­თად ვერ ვიქ­ნე­ბო­დით... 

სახ­ლი­დან რომ გა­ვი­და, აბა­ზა­ნა­ში შე­ვე­დი, სა­რე­ცხი უნდა გა­მე­რე­ცხა. მისი ტან­საც­მე­ლი - შარ­ვა­ლი და მა­ი­სუ­რი არ გავ­რე­ცხე, იქ­ნებ ვერ დაბ­რუნ­დეს და მისი ბოლო ჩა­ნაც­ვა­მი ტან­საც­მე­ლი დამ­რჩე­ბა-მეთ­ქი... ასეც მოხ­და... წაიკითხეთ სრულად


1711
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?