"ბიბლუსმა" სასკოლო სეზონი უკვე გახსნა - რა სიახლეებით ხვდება მაღაზიათა ქსელი ახალ სასწავლო წელს?
"ბიბლუსმა" სასკოლო სეზონი უკვე გახსნა - რა სიახლეებით ხვდება მაღაზიათა ქსელი ახალ სასწავლო წელს?
ზაფხული თითქმის მიიწურა და სასწავლო სეზონი ნელ-ნელა გვიახლოვდება. ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის დაწყება ზაფხულის სიცხისგან დასვენებისა და მოდუნებისგან ერთგვარ გამოღვიძებას ჰგავს, როგორც შემოქმედებითი, ისე საქმიანი კუთხით.

სწავლის დაწყებამდე, ყველა, განსაკუთრებით, მოსწავლეების მშობლები ცდილობენ, მეცადინეობისთვის განკუთვნილი ინვენტარი შვილებს დროულად შეუძინონ, რათა არდადეგების ბოლო დღეებში დაუსრულებელ რიგებში არ მოუწიოთ დგომა.

სწორედ ამ მოთხოვნის შესაბამისად, წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" გადაწყვიტა, 5 აგვისტოდან მაღაზიებში სასკოლო ინვენტარის სრული ასორტიმენტი შეეტანა, რაც მთავარია, სააქციო ფასებად.

"ბიბლუსი" ახალ სასწავლო წელს უამრავი სიახლით ხვდება. ყველასთვის ნაცნობი ქართული ბრენდი Ponto განახლებული და უფრო ფართო ასორტიმენტით იქნება წარმოდგენილი. ასევე, განახლდა უმაღლესი ხარისხის საკანცელარიო ნივთების ბრენდ "მილანის" კოლექციაც და ძალიან დიდ არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

უფრო კონკრეტულად, რა სიახლეებით ხვდება "ბიბლუსი" ახალ სასწავლო წელს და სასკოლო ინვენტარზე როგორი იქნება მინიმალური ფასები, ამის შესახებ AMBEBI.GE "ბიბლუსის" კომერციულ დირექტორს თინათინ ფეიქრიშვილს ესაუბრა.

გასულ წელთან შედარებით, ახალი სასწავლო წლისთვის კიდევ უფრო განსაკუთრებულად მოემზადეთ. რა სიახლეები დახვდებათ "ბიბლუსის" მაღაზიებში დღეიდან შესულ მომხმარებლებს?
წელს, სასკოლო პროდუქციის მიმართულებით გამორჩეულად ფართო ასორტიმენტი გვაქვს. მთელი წელია, "ბიბლუსი" განსაკუთრებით, იმპორტის მიმართულებით მუშაობს. პოდუქციის დიდი ნაწილი როგორც ევროპიდან, ისე ჩინეთიდან ჩამოგვაქვს, სადაც ჩვენს ქართულ ბრენდს
Ponto–ს პროდუქციასაც ვაწარმოებთ.

წელს, ამ მიმართულებით დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ, შესაბამისად, პროდუქციის მოცულობა საგრძნობლად გავზარდეთ და გვექნება ისეთი ასორტიმენტი რომელიც წინა წლებში "ბიბლუსში" არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ წინა პერიოდებშიც მომხმარებელს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდა.

"ბიბლუსში" შესულ მომხმარებლებს ძალიან ბევრი ლამაზი და გამორჩეული პროდუქცია დახვდებათ, რადგან წელს, გერმანიასა და ჩინეთში ჩატარებული მასშტაბური საკანცელარიო გამოფენებიდან არაერთი ულამაზესი ვიზუალი წამოვიღეთ.

რაც შეეხება კონკრეტულად, Ponto-ს, რომელსაც მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს, რას მოიცავს ის?

Ponto არის "ბიბლუსის" ბრენდი, რომელიც უკვე წლებია, "ბიბლუსის" ქსელშია წარმოდგენილი. ჩვენ Ponto-ს პროდუქციის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებისთვის სპეციალურად შევქმენით ახალი დიზაინები უსაყვარლესი საბავშვო გმირებით, ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდა მხატვარი. შედეგად კი მივიღეთ ულამაზესი საბავშვო ვიზუალის ფანქრები, აკვარელები, ზეთის აკვარელები, პლასტელინები და სხვა პროდუქცია.

სიახლეა ისიც, რომ Ponto-ს მიმართულებით გვექნება 2 ხაზი: Ponto Kids ანუ საბავშვო პროდუქცია, რომელიც შედარებით დაბალი კლასის სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი და Ponto Premium, რომელშიც შედარებით მაღალი ხარისხის პროდუქციაც არის წარმოდგენილი და უფრო მაღალი კლასის სეგმენტზეა მორგებული. ამ კატეგორიაში შევა გამორჩეულად მაღალი ხარისხის ფანქრები, რომლებიც შეიძლება, პროფესიონალური ხატვისთვისაც გამოვიყენოთ. ასევე, გვაქვს გამორჩეულად საინტერესო სამგანზომილებიანი და ორგანზომილებიანი პენლები, რომლებიც სასკოლო ნივთებით არის დაკომპლექტებული (ფლომასტერებით, ფანქრებით, მაკრატლებით და ა.შ).
mshoblebi
აღსანიშნავია, რომ გვაქვს პენლების და ჩანთების ძალიან დიდი არჩევანი. ეს პროდუქცია წარმოდგენილია როგორც კომპლექტების სახით, ისე ცალ-ცალკეც და მოსწავლეებს მათი ერთი ტიპის ვიზუალით, თემატურად "აწყობის" საშუალება მიეცემათ.

მთელმა "ბიბლუსმა" Ponto-ს საკმაოდ დიდი ყურადღება დავუთმეთ, წლის დასაწყისიდან ამ მიმართულებით ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, ძალიან კარგი შედეგები გვექნება და მოსწავლეები ჩვენი პროდუქციით კმაყოფილები დარჩებიან.
mshoblebi
"ბიბლუსის" ქსელში სასკოლო ნივთების სააქციო ფასებად გაყიდვა როდიდან დაიწყება?
5 აგვსიტოდან "ბიბლუსში" უკვე დავიწყეთ Back to school-ისთვის ანუ სკოლისთვის სამზადისი. ამ პერიოდში სააქციო ფასები დაწესდა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოსწავლეებისთვის ყველაზე საჭირო და პრიორიტეტულია. ესენია ფანქრები, რვეულები, კალმები, აკვარელები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს რვეულებიც ძალიან გამორჩეული ვიზუალით გვაქვს წარმოდგენილი. ამ ტიპის ინვენტარიც Ponto-ს ბრენდის ქვეშ არის გაერთიანებული და ჩვენი დიზაინერები ძალიან რუდუნებით, დიდი ხნის განმავლობაში აკეთებენ ხოლმე. "ბიბლუსმა" შეცვალა ჩვენი ბავშვობისდროინდელი დიზაინები და მესამე წელია, რვეულები თანამედროვე ვიზუალებით იბეჭდება. რვეულების გარეკანის ვიზუალი თემატურად არის დაყოფილი: კინოხელოვნების, სპორტული, ბუნების მიმართულება და ა.შ.
mshoblebi
Ponto-ს გარდა, "ბიბლუსში" ესპანური ბრენდის "მილანი" პროდუქციაც არის წარმოდგენილი, რომელმაც წლებია, ერთგული მომხმარებელი შეიძინა. წელს განახლდა თუ არა ამ ბრენდის პროდუქციის ასორტიმენტი?
"ბიბლუსი" საკანცელარიო პროდუქციის მიმართულებით, წამყვანი ესპანური ბრენდის -"მილანი" ექსკლუზიური პარტნიორია.

"მილანი" ქართველი მომხმარებლისთვის უკვე კარგად ცნობილი მაღალი კლასის პროდუქციაა, რომელიც უკვე წლებია, საქართველოს ბაზარზე არსებობს და საკმაოდ მოთხოვნადი და გამორჩეულია. Ponto-ს მსგავსად, "მილანსაც" საკმაოდ ფართო ასორტიმენტი და გარმორჩეული დიზაინი აქვს.

5 აგვისტოდან, "ბიბლუსის" ქსელში წარმოდგენილია ლამაზი ვიზუალის ხარისხიანი ჩანთები და პენლები. რაც მთავარია, აბსოლუტურად ყველაფერზე გვაქვს სპეცფასები, რაც ჩვენი ერთწლიანი დაუღალავი მუშაობის შედეგია. რაც მთავარია, ეს ინვენტარი "ბიბლუსში" ყველაზე დაბალ ფასადაა წარმოდგენილი.
mshoblebi
საინტერესოა, როგორია ძირითად ინვენტარზე მინიმალური ფასები?
ჩვენთან ფანქრების ფასი - 1.95 ლარიდან იწყება და რაც მთავარია, ეს სააქციო ფასია. ასევე, პენლების ღირებულებაც 1.95 ლარიდან იწყება და ხარისხისა და ვიზუალის მიხედვით იზრდება.

რაც შეეხება ზურგჩანთებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასკოლო ნივთია, მათი ფასი 11.95 ლარიდან იწყება. ეს არის ულამაზესი ვიზუალის ჩანთები, რომლებიც ბავშვებს ძალიან გამოადგებათ. რა თქმა უნდა, მათი ფასიც ხარისხისა და მოდელის მიხედვით იზრდება.

ყველაზე დაბალ ფასად კალმებია წარმოდგენილი. მათი ღირებულება 15 თეთრიდან იწყება და ესეც სააქციო ფასს წარმოადგენს. რაც მთავარია, კალმებში ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, როგორც უმცროსკლასელებისთვის, ისე უფროსკლასელებისთვის. რაც შეეხება რვეულს ბიბლუსში 48 ფურცლიანი რვეულის ფასი 55 თეთრია. მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს სასკოლო ნივთების გასანკუთრებით დიდი არჩევანი და საუკეთესო ფასები ელოდება ჩვენს მომხმარებელს.
3042
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?