ცნობილი ქართველები, რომლებიც შვილებს ძიძების გარეშე, მშობლების დახმარებით ზრდიან
ცნობილი ქართველები, რომლებიც შვილებს ძიძების გარეშე, მშობლების დახმარებით ზრდიან
ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ბავ­შვე­ბი გე­ნე­ტი­კუ­რად არა მხო­ლოდ მშობ­ლის ნი­შან-თვი­სე­ბებს, არა­მედ ბე­ბია-პა­პის მემ­კვიდ­რე­ო­ბა­საც იღე­ბენ.

ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვის გა­რე­შეც ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა და ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სწო­რედ ისი­ნი უვ­სე­ბენ სამ­სა­ხუ­რით თუ სწავ­ლით და­კა­ვე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას პა­ტა­რებს, ზრუ­ნა­ვენ მათ­ზე და ხში­რად, ზედ­მე­ტა­დაც ანე­ბივ­რე­ბენ.

ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში შვი­ლიშ­ვი­ლის აღ­ზრდა­ში ბე­ბი­ე­ბის როლი ძი­ძებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლეს, თუმ­ცა არის ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბი, სა­დაც ეს ტრა­დი­ცია არ დარ­ღვე­უ­ლა და მათ შო­რის არი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხე­ბიც.

AMBEBI.GE წარ­მო­გიდ­გენთ ცნო­ბი­ლებს, რომ­ლებ­მაც
შვი­ლე­ბი ძი­ძე­ბის გა­რე­შე, მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით აღ­ზარ­დეს:

ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი

მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი და კა­ლათ­ბურ­თე­ლი ირაკ­ლი კე­ი­დია მშობ­ლე­ბი 6 წლის წინ გახ­დნენ. მათ ვა­ჟიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც და­ნი­ე­ლი და­არ­ქვეს.

პა­ტა­რა და­ნი­ელ­ზე მშობ­ლე­ბი თა­ნაბ­რად ზრუ­ნა­ვენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თად კარ­გა ხა­ნია აღარ ცხოვ­რო­ბენ. ამ­ჯე­რად ნან­კას, პა­ტა­რა და­ნის აღ­ზრდა­ში დედა, თა­მარ გო­ჩი­ტაშ­ვი­ლი ეხ­მა­რე­ბა.

შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ ნან­კას ცხოვ­რე­ბის სტი­ლი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, ის სულ ცდი­ლობს და­ნის­თან ერ­თად იყოს, შვილს კი, მხო­ლოდ დე­დას და ყო­ფილ მე­უღ­ლეს ან­დობს.

სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე

სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძეს და პრო­დუ­სერ ლაშა ბას­ლან­ძეს ერთი შვი­ლი - ალე­სან­დრო ბას­ლან­ძე ჰყავთ. 4 წლის ალე­სან­დრო ცელ­ქი და მო­უს­ვე­ნა­რი ბი­ჭუ­ნაა, თუმ­ცა მის აღ­ზრდა­ში ოჯახს ძი­ძის დახ­მა­რე­ბა არ დას­ჭირ­ვე­ბია.

"დე­და­ჩემ­მა რო­გორც კი გა­ი­გო
ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, ჩა­მო­ვი­და და იმის შემ­დეგ, ის და ლა­შას დედა, აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ბავ­შვის აღ­ზრდა­ში. მუც­ლი­დან მეხ­მა­რე­ბი­ან ალე­სან­დრო­ზე ზრუნ­ვა­ში.

ორი კვი­რის იყო სან­ტი, როცა გას­ვლა და და­ტო­ვე­ბა მო­მი­წია, მას შემ­დეგ გა­ვე­დი და გა­ვე­დი... პა­ტა­რას და­ტო­ვე­ბის პრობ­ლე­მა არა­სო­დეს არ მქო­ნია. ძი­ძე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ნამ­დვი­ლად არ ვარ, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ ძა­ლი­ან დიდი ფუ­ფუ­ნე­ბა მაქვს ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის სა­ხით და ძიძა არ ავიყ­ვა­ნე" - ამ­ბობს სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები
ტეგები: ძიძა
1447
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```