ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვები გენეტიკურად არა მხოლოდ მშობლის ნიშან-თვისებებს, არამედ ბებია-პაპის მემკვიდრეობასაც იღებენ.
ბებია-ბაბუები ის ადამიანები არიან, ვის გარეშეც ჩვენი ბავშვობა და ტკბილი მოგონებები წარმოუდგენელია. სწორედ ისინი უვსებენ სამსახურით თუ სწავლით დაკავებული მშობლების ნაკლებობას პატარებს, ზრუნავენ მათზე და ხშირად, ზედმეტადაც ანებივრებენ.
ბოლო დროს საქართველოში შვილიშვილის აღზრდაში ბებიების როლი ძიძებმა ჩაანაცვლეს, თუმცა არის ქართული ოჯახები, სადაც ეს ტრადიცია არ დარღვეულა და მათ შორის არიან ცნობილი ადამიანების ოჯახებიც.
AMBEBI.GE წარმოგიდგენთ ცნობილებს, რომლებმაც შვილები ძიძების გარეშე, მშობლების დახმარებით აღზარდეს:
ნანკა კალატოზიშვილი
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და კალათბურთელი ირაკლი კეიდია მშობლები 6 წლის წინ გახდნენ. მათ ვაჟიშვილი შეეძინათ, რომელსაც დანიელი დაარქვეს.
პატარა დანიელზე მშობლები თანაბრად ზრუნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთად კარგა ხანია აღარ ცხოვრობენ. ამჯერად ნანკას, პატარა დანის აღზრდაში დედა, თამარ გოჩიტაშვილი ეხმარება.
შვილის გაჩენის შემდეგ ნანკას ცხოვრების სტილი რადიკალურად შეიცვალა, ის სულ ცდილობს დანისთან ერთად იყოს, შვილს კი, მხოლოდ დედას და ყოფილ მეუღლეს ანდობს.
სალომე ბაკურაძე
სალომე ბაკურაძეს და პროდუსერ ლაშა ბასლანძეს ერთი შვილი - ალესანდრო ბასლანძე ჰყავთ. 4 წლის ალესანდრო ცელქი და მოუსვენარი ბიჭუნაა, თუმცა მის აღზრდაში ოჯახს ძიძის დახმარება არ დასჭირვებია.
"დედაჩემმა როგორც კი გაიგო ორსულად ვიყავი, ჩამოვიდა და იმის შემდეგ, ის და ლაშას დედა, აქტიურად არიან ჩართული ბავშვის აღზრდაში. მუცლიდან მეხმარებიან ალესანდროზე ზრუნვაში.
ორი კვირის იყო სანტი, როცა გასვლა და დატოვება მომიწია, მას შემდეგ გავედი და გავედი... პატარას დატოვების პრობლემა არასოდეს არ მქონია. ძიძების წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან დიდი ფუფუნება მაქვს ჩვენი მშობლების სახით და ძიძა არ ავიყვანე" - ამბობს სალომე ბაკურაძე. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები