კლასიკოსი მწერლები სპეციალურად ბავშვებისთვის - უნიკალური კოლექცია ჩვენი შვილებისთვის
კლასიკოსი მწერლები სპეციალურად ბავშვებისთვის - უნიკალური კოლექცია ჩვენი შვილებისთვის
დღეს წიგნის მაღაზიებში საბავშვო გამოცემების უზარმაზარი არჩევანია. ჩვენც ვირჩევთ სასურველ ვარიანტს ასაკისა თუ ილუსტრაციის, შინაარსისა თუ საყვარელი პერსონაჟების მიხედვით. რა თქმა უნდა, თანამედროვე ბავშვის ინტერესის გასაღვივებლად ავტორები და გამომცემლობები ათასგვარ ხერხს მიმართავენ და მრავალფეროვან პროექტებსაც ქმნიან, თუმცა კლასიკური, გემოვნებიანი ლიტერატურა ყოველთვის იკავებს თავის ღირსეულ ადგილს.
mshoblebi
დიდი მწერლები, რომელთა უკვდავება დრომ უკვე გამოსცადა, ბავშვებისთვისაც ქმნიდნენ ნაწარმოებებს. დიდი ნაწარმოებების ფონზე მკითხველს შეუმჩნეველი დარჩა ის თხზულებები, რომლებიც მათ ბავშვებისთვის შექმნეს. ლევ ტოლსტოის, ვირჯინია
ვულფის, ჯეკ ლონდონის, უილიამ ფოლკნერისა თუ ანტონ ჩეხოვის საბავშვო თზულებებზე ბევრს წარმოდგენაც არ ჰქონდა. არადა მათი შემოქმედებითი ოსტატობა ნამდვილად საჭიროა პატარა მკითხველის ლიტერატურული გემოვნების ჩამოსაყალიბებლად და დასახვეწად. სწორედ ამას ემსახურება საბავშვო წიგნების სერია "კლასიკოსები ბავშვებისთვის", რომელშიც მსოფლიოში ცნობილი მწერლების ის ნაწარმოებები შევიდა, რომლებიც მათ სწორედ ბავშვებისთვის დაწერეს. ამ ნაწარნმოებებს დიდი და სასიკეთო გავლენის მოხდენა შეუძლიათ ნორჩ მკითხველზე, მათ შინაგან სამყაროზე, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. დიდ მწერლებს ხომ ძალიან დიდი ძალა აქვთ.

ამ სერიის წიგნები საუკეთესო საჩუქარია მოზარდებისთვის, მით უმეტეს ზაფხულის არდადეგებზე. სერიის 9 წიგნი უკვე გამოვიდა. 12 აგვისტოდან კი უკვე მეათე წიგნი - ემილ ზოლას "კატების სამოთხე და სხვა მოთხრობებია" ხელმისაწვდომი.
296
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
8
0
არჩილ სულაკაურის "სალამურას თავგადასავალი და გივიჭიჭინაძის მთელი რიგი..........
12:53 / 12-08-2019
q
0
ქართველი ავტორები არ დაივიყყოთ.
12:50 / 12-08-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი