სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა მაია ეჯიბია მიერ გავრცელებულ ვიდეოებს. კადრებში ჩანს, როგორ უდიერად ეპყრობა ძიძა მის მციროწლოვან შვილს. ქალმა გარკვეული ეჭვების შემდეგ სახლში ვიდეოკამერა დააყენა და ასე მოიპოვა კადრები.
"ეს მთელმა ფოთმა უნდა იცოდეს, რადგან სხვის შვილსაც იგივე არ დაემართოს. ყველა ვიდეო და ფოტო იხილეთ აუცილებლად და გაიცანით ნათია ლორია... ის მამა ნიკოლოზის ცოლის დაა. დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგად ექცეოდა გაბრიელს და ღრმად ვენდობოდი, მაგრამ ერთ დღეს ნახევარი საათი ტიროდა ჩემი შვილი და გვერდით კორპუსში გაიგეს. რომ ვიკითხე, ბავშვის ტირილის დროს ძიძა სად იყო, 3-ჯერ სხვადასხვა პასუხი მივიღე, რამაც დამაეჭვა და დავიწყე ფარული მეთვალყურეობა. დანარჩენი იხილეთ ვიდეოებში და კომენტარებში ველოდები პასუხებს, რა ეკუთვნის ასეთ ძიძას. სასჯელი?“ - წერს მაია ეჯიბია საკუთარ გვერდზე.
ჩვენ ერთ-ერთ ვიდეოს გთავაზობთ.
Mshoblebi.ge ქალბატონ მაიას დაუკავშირდა, თუმცა მან სხვა დამატებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიციაში გამოიკითხა ბავშვის დედაც.
126-ე მუხლი გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.