ხმაურიანი სკანდალით დასრულდა ერთი წლის ბავშვის ნათლობა რუსეთში, პეტერბურგთან ახლოს ერთ-ერთ ეკლესიაში. მღვდელი ნათლობის დროს მეტისმეტად უხეშად ექცეოდა ბავშვს, მის სხეულზე დაზიანებებიც კი იპოვეს ცერემონიის შემდეგ - სილურჯეები და სისხლჩაქცევები.
მღვდელმა რამდენჯერმე უხეშად ჩააყუდა ბავშვი თავით წყალში, ისე, რომ ბავშვის ყვირილს არ აქცევდა ყურადღებას და როცა ბავშვის დედაც ჩაერია საქმეში და მოითხოვა, ბავშვისთვის თავი დაენებებინა, მასაც იგნორირება გაუკეთა.
ცერემონიის შემდეგ დედამ პოლიციაში იჩივლა და ახლა მღვდელს იქ მოუწევს თავის მართლება.
ნათლობის ცერემონია, რომელმაც ბევრი აღაშფოთა - "ის ბავშვებს ძალიან უხეშად ექცევა"