მოდელი მარიამ სანოგო რამდენიმე თვის წინ გახდა დედა. 1 თებერვალს, მარიამს და მის მეუღლე გიორგი ლაშქარაძეს პატარა ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ზუკა დაარქვეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვს ბაბუის პატივსაცემად შეურჩიეს ეს სახელი.
შვილის ფოტოების გასაჯაროება მარიამმა ახლახან დაიწყო და სიამოვნებით აზიარებს სოციალურ ქსელში. ფოტოებზე ჩანს, რომ პატარა მშვიდი და წყნარია, მარიამი შესანიშნავ ფორმაშია მშობიარობის მერეც და ცოლ-ქმარი თანაბრად ღებულობენ მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში.
ცოტა ხნის წინ მარიამმა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დედობა არ გაუჭირდა:
- ჯერჯერობით კარგად ვართმევ თავს. არ მიჭირს ბავშვის მოვლა, პირიქით, ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებ. მეუღლე მეხმარება, საკმაოდ მოხერხებული ბიჭია. თანაბრად ვიყოფთ მოვალეობებს. ჯერჯერობით ძიძაც არ გვჭირდება. სამსახურში ძალიან მიწყობენ ხელს, როცა სამუშაოდ მივდივარ, ბავშვს მეუღლეს ვუტოვებ.