"ისედაც მრავალშვილიანი დედა ვიყავი და გამიმართლა, კიდევ ერთი მზის სხივი რომ ანათებს ჩვენს ოჯახს" - განო მელითაური ოჯახსა და ახალ ამპლუაზე
"ისედაც მრავალშვილიანი დედა ვიყავი და გამიმართლა, კიდევ ერთი მზის სხივი რომ ანათებს ჩვენს ოჯახს" - განო მელითაური ოჯახსა და ახალ ამპლუაზე
პროფესიით რეჟისორი განო მელითაური ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილის დედა გახდა. მისი მეუღლე კახაბერ გაგნიძეა, რომელთან ერთადაც განომ საერთო ბიზნესიც წამოიწყო. პატარას მშობლებმა რენე დაარქვეს. როგორც განომ mshoblebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, გაუმართლა და უზომოდ ბედნიერია, რომ კიდევ ერთი მზის სხივი ანათებს მათ ოჯახს.

- პირველ რიგში გილოცავთ პატარა რენეს დაბადებას. როგორ გრძნობთ თავს მრავალშვილიანი დედის ამპლუაში?

- დიდი მადლობა, ძალიან ბედნიერი ვარ. რენე ლაზარე გაგნიძე უდავოდ ღვთის საჩუქარია! ისედაც მრავალშვილიანი დედა ვიყავი და გამიმართლა, კიდევ ერთი მზის სხივი რომ ანათებს ჩვენს ოჯახს.
რეალურად ორი ბავშვი შემეძინა წელს - რენე და ჩემი ბრენდი.

- ბოლო პერიოდში ბევრი სასიამოვნო სიახლეა თქვეს ცხოვრებაში. მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ...

- ჩვენ დიდი ბედნიერი ოჯახი ვართ, ბევრი შვილით და საერთო ღირებულებებით. უმნიშვნელოვანესი ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკით, რომელიც ამიერკავკასიაში პირველ მულტი ბრენდს კერავს. ვქმნით დიზაინერულ სამოსს ბავშვებისთვის, თინეიჯერებისა და ქალბატონებისთვის. საქართველოში პირველი და ერთადერთი ბრენდი ვართ საორსულე ხაზითაც, მთელი ოჯახი ჩავრთეთ ჩვენს საქმიანობაში, ტასო (უფროსი გოგონა) სულ ათი წლისაა, მაგრამ უკვე სწავლობს შრომას და წარმატებულად ემსახურება კლიენტებს შოურუმში. პატარა ბავშვივით ვზრდით ბრენდს და სექტემბრიდან მშობლებისთვის სამი სუპერ სიახლე გვაქვს - "კომბინიზინას" მოზარდთა სკოლა, სასკოლო
სამოსი და დედების კლუბი ფერადი და საინტერესო კონცეფციებით და ბევრი საჩუქრით.
mshoblebi

- პატარებმა როგორ მიიღეს ოჯახი ახალი წევრი? ხომ არ ეჭვიანობენ?

- რას ამბობთ! თავს მევლებოდნენ ცხრა თვე და რენეზე უბრალოდ გიჟდებიან. ერთმანეთს ეცილებიან მზრუნველობასა და მოვლაში. მათთვის ეს დიდი ბედნიერება იყო და ფენომენალური და ძმობა აქვთ ერთმანეთთან.

- საზოგადოება როგორ შეხვდა თქვენს ამბავს? ელოდით ამ რეაქციას?

- ჩემი საზოგადოება ჩემი უსაყვარლესი ოჯახია, ჩემი მეგობრები და მათი ოჯახები. ჩემი სამეცნიერო ნაშრომის მკითხველები, ჩემი ტანსაცმლის ბრენდის უსაყვარლესი მომხმარებლები, ჩემს მიერ დასაქმებული არაჩვეულებრივი ადამიანები და მათი ოჯახები, კოლეგები და აურაცხელი კეთილისმსურველები. მათი აზრი ყოველთვის მაინტერესებს და ცხადია ყველა ჯანსაღი ადამიანი მაღალი ღირებულებებით და საკუთარი ცხოვრებით უბედნიერესია იმით, რომ სამყაროს ახალი სიცოცხლე მოევლინა, სიკეთის და სინათლის ფორმულა. მე კი ვარ წარმატებული კომპანიის სათავეში საყვარელ ადამიანთან ერთად და ვქმნი ფერების არქიტექტურას სამოსში, ბედნიერი ადამიანებისთვის.

- მიუხედავად იმისა, რომ ოთხი შვილის დედა ხართ და შესაბამისად საზრუნავიც ძალიან ბევრი გაქვთ, მაინც აქტიურად ატარებს სხვადასხვა მნიშვნელოვან კამპანიებს, გავთ საკუთარი ბრენდი. როგორ უთავსებთ საქმეს და ოჯახს ერთმანეთს? რთული არ არის?

- არა! სადაც სიყვარული, საერთო მიზნები და ღირებულებებია დაუძლეველი პრობლემები არ არსებობს. იმდენად მიყვარს საქმე, რასაც ვაკეთებ, ჩემი ქვეყანა და ოჯახი, ყოველდღიურად გაასმაგებული აზარტით ვაკეთებ საქმეს.
ბედი, სამყარო და ღმერთი მანებივრებს ღირსეული ადამიანებით და წარმოუდგენელი თავგადასავლებით. მიყვარს ჩემი შვილები ყველაზე მეტად და ვაკეთებ ყველაფერს სწორ ადამიანებად რომ გაიზარდონ. ეს არის საჩუქარი და უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერაფერი შეედრება დედამიწაზე.

- უცილებლად აღსანიშნავია კამპანია „გოგოსდედა“. ამ პროექტის შესახებ მოგვიყევით...

- როგორც ადამიანს და ოთხი შვილის დედას, საშინლად მაღელვებს სელექციური აბორტის თემა! ეს არის სამარცხვინო მენტალური პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით გამძაფრებულია რეგიონებში. გამოვიყენებ ყველარესურსს ამ სიმახინჯესთან საბრძოლველად.
mshoblebi

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ჩვენი საქმე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ! გვჯერა, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს ვაკეთებთ. დიდი მადლობა საქართველოს ბანკს და სიცოცხლის ხის ფონდს დაფასებისთვის. ჩვენ საგრანტო კონკურსი მოვიგეთ ინოვაციური სოციალური საწარმოს ჭრილში და ვცდილობთ ვასწავლოთ და დავასაქმოთ შშმ პირები და შევქმნათ მათ საჭიროებებზე მორგებული ადაპტური სამოსი. ასევე დავნერგოთ ინკლუზია მოდის ინდუსტრიაში. ჩვენი მიზანია ხუთ წელიწადში საქართველოში არ დარჩეს არც ერთი შშმ პირი ადაპტურო სამოსის გარეშე! გარდა ამისა, ძალიან ბევრი პროექტი და გეგმა გვაქვს წინ.
mshoblebi
მერი ბლიაძე
6660
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნინი
0
ყოაჩაღ❗️ ძლიერი გოგო ხარ ამ მოკლე წუთისოფელს რომ არ დანებდი
10:43 / 19-10-2019
დედა
0
მიხარია ამ გოგოს კარგად ყოფნა. არ გატეხა უარყოფითმა ტალღამ ცხოვრებაში.ყოჩაღ.
02:20 / 20-08-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?