ახლახანს ბრიტანელმა მსახიობმა, "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავმა ჯოზეფინ გილანმა სოციალურ ქსელში აუწყა ხელმომწერებს, რომ საშინელ გაუგაბრობაში მოხვდა. საქმე ისაა, რომ სოციალურმა სამსახურმა მას 8 თვის შვილი წაართვა.
რამდენიმე სეზონის განმავლობაში ახალგაზრდა მსახიობი ამ გახმაურებულ სერიალში თამაშობდა მარიას როლს, რომელიც ინტიმურ მომსახურებას სთავაზობდა ბორდელში. 2018 წელს მან დატოვა პროექტი. ადვილი შესაძლებელია, რომ მიზეზი ორსულობა ყოფილიყო - ამ ზამთარს მას გოგონა, გლორია შეეძინა.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა დედა მშობიარობის შემდგომი დეპრესიით იტანჯებოდა. მას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნაც კი დასჭირდა. სანამ ჯოზეფინა სტაციონარში მკურნალობდა, ბავშვის აღზრდა ოჯახის ახლო მეგობარს მიანდო. მსახიობის სიტყვებით, სოციალური სამსახური საქმის კურსში იყო და თვითონ დაეხმარნენ დროებითი უფლებების გაცემაზე მეურვეობაზე. თუმცა აგვისტოს დასაწყისში სოციალურმა სამსახურმა აიძულა მსახიობის მეგობარი, გადაეცა მათთვის 8 თვის ბავშვი, წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრობით ემუქრებოდნენ. ბავშვი ახლა დროებით იმყოფება მინდობით აღზრდაზე.
„ახლა არც კი ვიცი, სად იმყოფება ჩემი გოგონა, მისი ნახვის უფლება არ მაქვს“, - წერს ჟოზეფინა სოციალურ ქსელში.
მსახიობი დარჩა ბავშვის გარეშე. ის ცდილობს მიიპყროს საზოგადოების ყურადღება თავისი პრობლემისადმი. გლორიამ თავის ფანებს თხოვნით მიმართა, რათა მათ ფული შეეგროვებინათ ადვოკატისთვის. მსახიობს იმედი აქვს, რომ ამ გზით ის დაიბრუნებს თავის გოგონას.
აღსანიშნავია, რომ მსახიობს არც ისე კარგი რეპუტაცია აქვს - მას პრობლემები აქვს ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან. პორნოფილმებშიც კი მონაწილეობდა და პროსტიტუციითაც იყო დაკავებული, სავარაუდოდ, სწორედ ამასთან არის დაკავშირებული მისი ახლანდელი მდგომარეობა.