მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი პარაფარიკაობაში, არაერთი ჯილდოს მფლობელი, დიანა ჯიშიაშვილი.
ცოტა ხნის წინ მოფარიკავის ტიტულებს კიდევ ერთი, ყველაზე სასიამოვნო და საპასუხისმგებლო ტიტული შეემატა - დიანა დედა გახდა.
ფეხმძიმობის 32 კვირის ვადაზე, სომატური დიაგნოზიდან გამომდინარე საკეისრო კვეთის ოპერაცია ანესთეზიის გარეშე ჩატარდა. მეან-გინეკოლოგ ნატა ფირცხალავას და ღუდუშაურის კლინიკის გუნდის დახმარებით შემთხვევა წარმატებით დასრულდა და ფეხმძიმობის 32 კვირის ვადაზე ქვეყანას პატარა ბიჭი მოევლინა.
სალომე გორგოშიძე