მოდელს 20 წელზე მეტ ხანს იღებდნენ მსოფლიო ბრენდებისთვის, მაგრამ ის არასდროს უნახავთ - კადრში მხოლოდ მისი ხელები ჩანდა...
მოდელს 20 წელზე მეტ ხანს იღებდნენ მსოფლიო ბრენდებისთვის, მაგრამ ის არასდროს უნახავთ - კადრში მხოლოდ მისი ხელები ჩანდა...
თუ ფიქრობთ, რომ სამოდელი ბიზნესში გადამწყვეტი მნიშვნელობა მხოლოდ სასიამოვნო ფიგურასა და ლამაზ სახეს ენიჭება, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელის მოდელის პროფესიაზე არაფერი გსმენიათ. ნებისმიერ წარმატებულ ბრენდს უამრავი რეკლამა აქვს, რომელშიც სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილი ჩანს - ხელები.

mshoblebi

ნინა ტეილორი წარმატებული მოდელია, რომელსაც 20 წელზე მეტია მოდის ინდუსტრიაში იღებენ. თუმცა მისი ცნობა ქუჩაში ბევრს გაუჭირდება, რადგან კადრში მხოლოდ მისი ხელები ჩანს.

mshoblebi

ნინა ძალიან ბევრი ცნობილი ბრენდის რეკლამაში მონაწილეობდა, ათასობით ბილბორდზე გამოჩნდა,
თუმცა ამის მიუხედავად, კვლავ მოთხოვნადია და სიამოვნებით თანხმდება ნებისმიერ რეკლამაში გადაღებაზე, თუნდაც ეს ნაკლებად ცნობილი ბრენდი ან სახლის საწმენდი საშუალებები იყოს.

mshoblebi

შრომისმოყვარეობისა და პროფესიონალური მიდგომის წყალობით მან მრავალი წელი შეინარჩუნა საუკეთესოს სტატუსი ამ სფეროში.

mshoblebi

ახალგაზრდობაში ნინამ ყურადღება მიაქცია თავის ხელს, როგორი ნაზი და ლამაზი იყო და როგორ განსხვავდებოდა ის სხვა ადამიანების ხელებისაგან, მაგრამ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მათი წყალობით ფულს იშოვნიდა. მიიღო კლასიკური საბალეტო განათლება და საკუთარ თავს მოცეკვავის ამპლუაში ხედავდა.

mshoblebi

ერთხელ ბიძაშვილმა გადაღებაზე მიიწვია და მაშინ აღმოაჩინა, რომ გასაოცარი ნიჭი ჰქონდა. ერთი შეხედვით, შესაძლებელია მოგეჩვენოთ, რომ მსგავსი სამსახურისათვის მხოლოდ ლამაზი ხელია საჭირო. სინამდვილეში კი ასე არ არის. მოდელს საკუთარი ხელის კონტროლი და მოხდენილი
მოძრაობების უნარი უნდა ჰქონდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება ხელი კადრში. გარდა ამისა, ყოველთვის უნდა ჰქონდეს იდეალური მანიკური, ნებისმიერი ლაქა ან მუწუკი დაუშვებელია. კანი და ფრჩხილები მუდმივ ზრუნვასა და მოვლას მოითხოვს.

mshoblebi

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ნინა, როგორც ხელების მოდელი, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა ხელებზე ზრუნვას და ცდილობდა, იდეალურ მდგომარეობაში ჰქონოდა. ახლა საკუთარ გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს. დღეში 6 000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებს.

mshoblebi

ნინა ტეილორი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Chanel, Fendi, Jimmy Choo, Tom Ford. ფოტოსესიაში მონაწილებდა ჯენიფერ ლოურენსთან, სკარლეტ იოჰანსონთან და ჰაიდი კლუმთან ერთად. მოდელის აზრით, გადაღებები ძალიან საინტერესოა და კადრს მიღმა პროცესი სრულიად განსხვავდება იმისაგან, რასაც კადრში ადამიანები ხედავენ.

mshoblebi

ზოგიერთს შეიძლება ეს ყოველივე სევდიანად და მოსაწყენად მოეჩვენოს, რადგან კადრში მხოლოდ ხელები ჩანს, მაგრამ ნინა ყველაფრით კმაყოფილია. მისთვის სასიამოვნოა, ყოველ მეორე ბილბორდზე საკუთარი ხელების ნახვა.


28066
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```