ნუკი ზაფხულის დღეებს აჭარაში ატარებს. რამდენიმე დღე ციხისძირის სასტუმროში გაატარა, ახლა კი ბათუმშია და როგორც აღმოჩნდა, პატარა ოლივერს ენტეროვირუსი შეხვდა.
"ბავშვი რომ ავად არის, ამაზე ძნელი არის რამე? ახლა ვირუსი აქვს და სულ სიცხეები. სავარუდოდ ენტერო ვირუსი (ზღვაზე ბათუმში რომ არ დაგემართოს, ჩათვალე სეზონი ჩაგივარდა). ჰოდა, არაფერი მიხარია, არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ კარგად გახდეს. სულ სხვა თვალით შევხედე დედაჩემს, წარმოვიდგინე, რამდენი უნერვიულია, მე რომ პატარა ვიყავი. თან 90-ანებში მე თქვენ გეტყვით, წამლები იყო ბევრი.... ერთხელ ძალიან მაღალი სიცხე გქონდაო და გამოიძახა სასწრაფო. სასწრაფოს ეტყობა, სიცხის დამგდები არ ჰქონდა და კვერცხის ცილა ასპირინთან ერთად ფეხის გულებში შემიზილეს. დედაჩემმა, ეგეთი სისწრაფით სიცხე მას მერე არაფერს დაუგდიაო. მოკლედ ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ახლობლებს".
ნუკი ახალ ფოტოებსაც ავრცელებს - ჟურნალ OK-ისთვის გადაღებულ საოჯახო ფოტოს და ასევე ფოტოებს ზღვის სანაპიროდან, რომლებზეც კარგად ჩანს, რომ მისმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და სასურველ წონასა და ფორმას უბრუნდება.