"ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილს ასეთი კარგი მამა ჰყავს..." - ქეთა თოფურია ყოფილ ქმარზე და შვილის აღზრდაზე
ქეთა თოფურიას შესახებ ბევრი ჭორ-მართალი ვრცელდება, ამიტომ დროდადრო თავადვე თანხმდება ინტერვიუებზე და აქტუალურ შეკითხვებს პასუხობს ხოლმე. ეს ინტერვიუც ერთ-ერთი მათგანია, რომელიც მარია მალნიკოვას იუთუბ-არხზე შოუში "მაშა ჰკითხავს" მანამდე ჩაწერა, სანამ იტალიაში წავიდოდა დასასვენებლად. ქეთამ გულახდილად უპასუხა შოუს წამყვანის და ასევე უცნობი ადამიანების შეკითხვებს. 

გუფთან დაშორების შესახებ აღნიშნა, რომ თავად არ სურდა ამაზე კომენტარის გაკეთება. 
- პირადი პირადად უნდა დარჩეს. რატომ დავშორდით? იმიტომ, რომ სხვადასხვა ცხოვრების წესი გვაქვს. ბევრჯერ ვეცადეთ, რაღაც
საერთო გაგვეკეთებინა, მაგრამ არ გამოგვივიდა. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. თუმცა მე ის ძალიან მიყვარდა...

ქეთის თქმით, ყოფილ ქმართან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, თანაც, მასთან დაშორების მიზეზი სულაც არ ყოფილა გუფი. ისინი მანამდე დაშორდნენ ერთმანეთს. 

- ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვეცადეთ თავის დროზე ქორწინების აღდგენას, მაგრამ არ გამოგვივიდა, ეს ის აღარ იყო. როცა ქმარს დავშორდი, არც მაშინ გამიკეთებია კომენტარი, მერე კი გუფზე დაიწყეს საუბარი. ეგონათ, მის გამო დავშორდით. არადა ჩვენ უკვე დიდი ხანი არ ვცხოვრობდით ერთად. ცუდად არც დავშორევარ ლევს, და ახლაც შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილს ასეთი კარგი მამა ჰყავს.
mshoblebi

გოგონასთვის ქეთიმ ინსტაგრამზე გვერდი შექმნა, რომელსაც თავადვე მართავს და იქ უკვე 40
ათასი ხელმომწერი ჰყავს. თუმცა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბოლო დროს დაფიქრდა, სჭირდება თუ არა ბავშვს ასეთი ცნობადობა.
- თავიდან ვაჩვენებდი ყველას, რა შეუძლია ოლივიას. ის ისეთი სასაცილოა და ასაკთან შედარებით ძალიან ჭკვიანი - სამი წლისამ უკვე კითხვა იცის. მაგრამ ერთხელაც სავაჭრო ცენტრში წავედით. მე სათვალე მეკეთა, ოლივია ჩემ წინ მიდიოდა. ყველამ იცნო. მაშინ დავფიქრდი, რომ იქნებ მას ეს არ სჭირდება და მე მის ნაცვლად ვწყვეტ. ახლა იშვიათად ვაქვეყნებ რამეს, არ მინდა, მომავალში მას ამან რამეში ხელი შეუშალოს. არც ის მინდა, რომ მღეროდეს და შოუბიზნესში იყო, იმიტომ, რომ ეს ჭუჭყია, გასტროლები ძალიან გამთანგველია... ყველა მშობელს უნდა, რომ მის შვილს ჰქონდეს ის, რაც თავად არ ჰქონდა. მეორე მხრივ, ჩემს პროფესიაში მე უკეთ შევძლებ მის დახმარებას, ოღონდ თუ მას აღმოაჩნდება ტალანტი. 
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
22216
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
natia
0
მარიანა, ნორმალურ ოჯახებს რას ეძახით, ქმარი რომ ცოლს ურტყამს და ცოლი რომ მორჩილია?:) თუ თქვენი თგავი გგონიათ ნორმალური, ჭორიკანა იარლიყებს რომ ისვრით დაუფიქრებლად?
09:36 / 22-08-2019
ანიკო
1
მიკვირს მარიანას კომენტარი,,,,,რა უფლებით აძაგებთ თოფურიას?! არ მოგწონთ ნუ წაიკითხავთ.....მისი საქმეა სად და როდის დადებს მის პოსტს....
16:13 / 21-08-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```