ის 1926 წელს დაიბადა და სიცოცხლეში უმრავლესობა იცნობდა, როგორც ძიძას. წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა ვერსიაა - ზოგიერთები ამბობენ, რომ საფრანგეთში დაიბადა, სხვები კი ამტკიცებენ, რომ ნიუიორკელი იყო. დედა ფრანგი ჰყავდა, მამა - ავსტრიელი.
1950-იან წლებში, უკვე 40 წლისამ დაიწყო მუშაობა ძიძად და ძალიან დიდხანს ამ საქმიანობით იყო დაკავებული.
ჩიკაგოში სხვადასხვა ოჯახში მუშაობდა, თან ხშირად ნახავდით მას ფოტოკამერით ჩიკაგოს ქუჩებში. მეტსახელიც კი ჰქონდა - მერი პოპინსი კამერით. თუმცა რას იღებდა და როგორ იღებდა - ეს არავინ იცოდა. თავის ფოტოებს არავის აჩვენებდა, ძველ ჩემოდანში ალაგებდა და ერთი ოჯახიდან მეორეში გადაჰქონდა.
სიცოცხლის ბოლო წლები სიღარიბეში გაატარა. თუმცა უკვე ხანდაზმულს ყოფილმა აღსაზრდელებმა ბინა უყიდეს და მცირე ხანს იქ ცხოვრობდა. 2008 წელს, 82 წლისა ყინულზე დაეცა და თავი დაარტყა. ამის შემდეგ ბოლომდე ვერც მოკეთდა. 2009 წელს მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა...
მისი შემოქმედება სრულიად შემთხვევით გახდა ცნობილი 2009 წელს, როცა ჯონ მალუფმა აუქციონზე მისი 100 ათასი ნეგატივი იყიდა 400 დოლარად და წიგნი გამოსცა. ასე იპოვა მსოფლიომ კიდევ ერთი გენიალური ფოტოგრაფი, რომელსაც ნამდვილი აღიარება ეწვია, მხოლოდ - სიკვდილის შემდეგ.
მის ფოტოებზე ასახულია მეოცე საუკუნის შუალედის ამერიკული ცხოვრება.
ხშირია ასევე ე.წ. სელფები - სარკეში და ვივიანს სელფის დედოფალიც კი უწოდეს.
გარდა იმისა, რომ მაიერს აღიარება ეწვია და დიდ ფოტოგრაფად გამოაცხადეს, ცნობადობას მეორე მხარეც მოჰყვა - მას მედიაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ვივიანი მათი ძიძა იყო და საკმაოდ ცუდად ექცეოდა - ფიზიკურადაც და მორალურადაც.