სულ რამდენიმე თვე გავიდა ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის დაშორების შემდეგ. 33 წლის მოდელი თავს მშვენივრად გრძნობს, ბევრს მოგზაურობს და ულამაზესი კაბებითაც იწონებს თავს სხვადასხვა ღონისძიებაზე. აი ბრედლი კი აშკარად "შელახულია".
ცოტა ხნის წინ გავრცელდა 44 წლის ბრედლის ფოტოები ქალიშვილ ლეასთან ერთად. მსახიობის თაყვანისმცემლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ის მეტისმეტად გაღიპულა და მოუვლელია, ბავშვიც სავარაუდოდ სიცხის გამო მხოლოდ საფენის ამარა ჰყავდა. როგორც ჩანს, ირინასთან დაშორებამ მასზე ცუდად იმოქმედა.
ირინასთან ცხოვრების პერიოდში მშვენივრად გამოიყურებოდა თავადაც.
არადა, როგორც ამბობდნენ, მათი დაშორების მიზეზი ლედი გაგა იყო. თუმცა მომღერალს ახლა სულ სხვა მიჯნური ჰყავს და ბრედლი საბოლოოდ არც ერთ ქალთან არ არის.
ამასობაში ლეა ძალიან ლამაზ გოგონად იზრდება და შეიძლება, მშობლების გზაც გააგრძელოს.