92 წლის პედიატრი უფასოდ ეხმარება ბავშვებს გაჭირვებული ოჯახებიდან - მშობლები

92 წლის პედიატრი უფასოდ ეხმარება ბავშვებს გაჭირვებული ოჯახებიდან

2019-08-19 22:17:45+04:00

ადამიანები, რომლებმაც მედიცინას მიუძღვნეს თავი, ალბათ უკვე შეიძლება ჩაითვალონ გმირებად. ამ პროფესიის წარმომადგენლებს შორის არიან გამორჩეულები. ჩვენ ერთ-ერთ მათგანზე მოგითხრობთ.

ბრაზილიაში ცხოვრობს 92 წლის ივან ფონტურა ! ექიმი პედიატრი, რომელიც პენსიაზე 68-წლიანი მუშაობის შემდეგ გავიდა. თუმცა ამის მიუხედავად, საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა, ახლაც არ ღალატობს.

ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს ექიმი იღებს ბავშვებს გაჭირვებული ოჯახებიდან - უფასოდ. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ბავშვის ოჯახის რასას და მატერიალურ მდგომარეობას. იგი დახმარებას უწევს ნებისმიერ მსურველს.

"ჩემს ქმარს სურს, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს ღირსეული და ჯანმრთელი ცხოვრება", - ამბობს ფონტურას ცოლი.

"სანამ შევძლებ, ვიმუშავებ", - ამბობს ექიმი, რომელიც ძალიან მოკრძალებული ადამიანია და მის მშობლიურ ქალაქში ყველას ძალიან უყვარს.

alt"დავიღალე. მივდივარ... ნუ გახდებით ავად!" - ქირურგის გამაოგნებელი წერილი