ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში მეგობრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ. გადავწყვიტეთ, გაგვერკვია რა ტიპის ურთიერთობა აქვთ მათ ზრდასრულ ასაკში. ფსიქოლოგები საუბრობენ, რამდენი მეგობარი სჭირდება ადამიანს ბედნიერებისათვის:
1. ნაცნობები, ახლობლები
ადამიანები, რომელთა ნახვაც გსიამოვნებთ, შეგიძლიათ მათთან ერთად საუბარშიც ჩაერთოთ, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ამბებს მათ არ უზიარებთ.
2. შემთხვევითი მეგობრები
ეს ის ხალხია, რომლებთანაც რეგულარულად საუბრობთ, თუმცა მათთან მჭიდრო ურთიერთობა არ გაქვთ. ძირითადად გაქვთ საერთო ჰობი და ინტერესები, საერთო ჩათი ინტერნეტში. საუბრობთ ორივესთვის საინტერესო თემაზე, რეალურად კი ურთიერთობა არ გაქვთ. ასეთი ადამიანები ხშირად ვირტუალურ მეგობრებად რჩებიან.
3. ახლო მეგობრები
მათ დიდი ინტერესით ხვდებით, საუბრობთ სხვადასხვა თემაზე და ბევრი რამ იცით ერთმანეთის შესახებ. ასეთ ადამიანებს შესაძლოა გაუზიაროთ თქვენი გასაჭირი ან საიდუმლო.
4. საუკეთესო მეგობრები
ზედმეტი ახსნა არ სჭირდება: თქვენ სულიერადაც მეგობრობთ, გჯერათ, რომ ეს ადამიანები არასოდეს გიღალატებენ და ისინი არიან თქვენს გვერდით ნებისმიერ სიტუაციაში.
და მაინც, რამდენი მეგობარი გჭირდებათ?
კვლევამ აჩვენა, რომ ურთიერთობისგან ყველაზე დიდ სიამოვნებას იღებენ ის ადამიანები, რომელთაც 4-5 ახლო მეგობარი და 1-2 საუკეთესო მეგობარი ჰყავს. თუმცა, ეს ვალდებულება და აუცილებელი პირობა არ არის. არც რეკომენდაციაა იმიტომ, რომ მეგობრების დალაგება შეუძლებელია. არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი მეგობარი გყავთ თუ ცოტა, ნებისმიერ შემთხვევაში, მათ მოფრთხილება და დაფასება სჭირდებათ.