ქალმა, რომელმაც ორსულობის შესახებ არ იცოდა, სამი ტყუპი გააჩინა: ,,ქვები მეგონა თირკმელში“
ქალმა, რომელმაც ორსულობის შესახებ არ იცოდა, სამი ტყუპი გააჩინა: ,,ქვები მეგონა თირკმელში“
სამხრეთ დაკოტას მკვიდრმა, დანეტ გიტსმა მაშინ გაიგო 34 კვირის ორსული რომ იყო, როცა ადგილობრივ საავადმყოფოში მუცლისა და ზურგის ტკივილით მივიდა. ქალი ფიქრობდა, რომ ეს ქვები იყო თირკმელებში, რადგან მსგავსი რამ ადრეც დამართნია. ექიმებმა კი დაარწმუნეს, რომ მალე იმშობიარებდა და ტყუპის დედა გახდებოდა. კარდიომონიტორმა ორი გულისცემა აჩვენა.

mshoblebi

ქალი სასწრაფოდ გაგზავნეს სამშობიარო ბლოკში, სადაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ოპერაციის დროს, მან გაიგონა ექიმის სიტყვები: "პირველი ბავშვი ბიჭია, მეორე კი გოგო“...  შემდეგ კი წამოიძახა:
"უფრო მეტიც, მოიტანეთ კიდევ ერთი საბანი, მესამე ბავშვიცაა...“

mshoblebi

დანეტს მანამდე ორი შვილი ჰყავდა და ამბობდა, რომ ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა და არც მოძრაობა უგრძნია მუცელში. მისმა შემთხვევამ გამოცდილი ექიმებიც კი დააბნია. სამი ტყუპის გაჩენა კიდევ ჰო, მაგრამ ის, რომ ქალმა ვერ იგრძნო სამი შვილის მუცელში არსებობა, დაუჯერებლად მოეჩვენათ.

დანეტის მეგობრებმა მისთვის და მისი ოჯახისათვის ფულის შეგროვება დაიწყეს, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა ოჯახს ფეხზე წამოდგომაში.
ტეგები: ტყუპი
11252
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
0
როცა არ გინდა გაგება ან დაზღვეულად გრძნობ თავს იცავ და იცი რომ არ უნდა მოხდეს;ვერც იგებ!მაგრამ მაინც უნდა გაეგო მეშვიდე მერვე თვეში მაინც მითუმეტეს სამი ტყუპი.აგრამ ასეთი რამე ამერიკელებს უფრო ემართებათ ..ნუ საქართველოში არ გამიგია და.
04:07 / 28-08-2019
ვახ საკვირველებავ
2
ბოცვრები და ვირთხები უფრო სწრაფად მრავლდებიან . თან პირობებმაც თუ ხელი შეუწო მტრისას მოედებიან ქვეყნიერებას .
19:04 / 23-08-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```