"...მამაჩემი რომ გარდაიცვალა, 9 წლის ვიყავი. დედამ სამი შვილი მარტომ გაგვზარდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა რთული დრო იყო..." - ელდარ შენგელაიას პატარა მოგონებები დედაზე
"...მამაჩემი რომ გარდაიცვალა, 9 წლის ვიყავი. დედამ სამი შვილი მარტომ გაგვზარდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა რთული დრო იყო..." - ელდარ შენგელაიას პატარა მოგონებები დედაზე
ცნობილი რეჟისორი ჟურნალ "შინ"-ში ანა კალანდაძისთვის მიცემულ ინტერვიუში ასე იხსენებს ბავშვობის რთულ პერიოდს და დედას:

"...მამაჩემი რომ გარდაიცვალა, 9 წლის ვიყავი. დედამ სამი შვილი მარტომ გაგვზარდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა რთული დრო იყო. შავი პური ბარათებით გაიცემოდა - 400 გრამს ვიღებდით. მაშინ დედაჩემს, თენგიზს და მე ნავთის რიგში დგომა გვიწევდა. დედა საჭმელს რომ გვაჭმევდა, აუცილებლად გვისხამდა 1 ჭიქა წითელ ღვინოს.

...ჩემი ძმების - გიორგისა და თენგიზისგან განსხვავებით, რთულად აღსაზრდელი ბავშვი
ვიყავი, ამიტომ დედამ გადაწყვიტა, „სუვოროვის სასწავლებელში“ (სუვოროვის სამხედრო სკოლა) ჩავებარებინე. ეს რომ გავიგე, სხვენში ავვარდი. ბიჭებმა მომიტანეს საჭმელი, საბანი და 3 დღე იქ ვიყავი. მეგონა, როცა ჩამოვიდოდი, დედა გამიბრაზდებოდა. მან კი ბიჭებს სთხოვა, მომიყვანეთ და გადაეცით, არ გავუბრაზდებიო. მართლაც, როცა სხვენიდან ჩამოვედი, არაფერი მითხრა - ჩვეულებრივად გავაგრძელე სკოლაში სწავლა.

...მოსკოვში საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლა რომ გადავწყვიტე, დედაჩემი წამომყვა. ასე ყველა არ აკეთებს. დედა მაშინ პოპულარული მსახიობი იყო. არ მინდოდა, ინსტიტუტში მოსულიყო. გამოცდების დღეები იდგა, 5 საათი იქნებოდა, როცა მომაკითხა. ერთმა ბიჭმა მითხრა, ქვევით ვიღაც ქალი გელოდებაო. ჩავედი და დედა დამხვდა. მშიერი ხარო და კაფეში წამიყვანა. მომიტანეს საჭმელი და ერთი ჭიქა არაყი.
ძალიან გამიკვირდა, დედამ რომ მითხრა, ეს შენთვისაა, ჭამე, დალიე და გამოცდაზე ისე გადიო. მართლაც, ასე მოვიქეცი - გავედი გამოცდაზე და ჩამრიცხეს ინსტიტუტში"... 
იხილეთ ინტერვიუ სრულად და დაათვალიერეთ ელდარ შენგელაიას სახლი
2956
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```