ქართველი დედები და მათი შვილები, რომლებიც დედმამიშვილებს უფრო გვანან - "როცა ქუჩაში დედას მეძახიან, გაოცებულ სახეებს ვხედავ"
ქართველი დედები და მათი შვილები, რომლებიც დედმამიშვილებს უფრო გვანან - "როცა ქუჩაში დედას მეძახიან, გაოცებულ სახეებს ვხედავ"
რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ერთ-ერთ ფე­ის­ბუქ-ჯგუფ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა ნონა გი­უ­ნაშ­ვილ­მა შვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. დედა-შვი­ლი დებს უფრო გვა­ნან და მათი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბა ნამ­დვი­ლად გა­გი­ჭირ­დე­ბათ.

"აბა, ახალ­გაზ­რდა დე­დე­ბი და­მე­ნა­ხეთ უფ­როს შვი­ლებ­თან ერ­თად, ვინც დებს, და-ძმებს გავ­ხართ. ამ სუ­რათ­ზე მე და ჩემი გოგო ვართ და ყვე­ლას დები ვგო­ნი­ვართ... რა­ღაც და­დე­ბი­თი მა­ინც აქვს ამ ნა­ად­რევ დე­დო­ბას" - წერ­და ნონა გი­უ­ნაშ­ვი­ლი. პოსტს უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და ბევ­რმა დე­დამ გა­ა­ზი­ა­რა შვი­ლებ­თან ერ­თად
გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი.

AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე მათ­განს და­უ­კავ­შირ­და და დღეს გა­გაც­ნობთ 11 ქალს, რომ­ლე­ბიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­ში არი­ან და გა­რეგ­ნო­ბით შვი­ლებს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან. დე­დებ­სა და შვი­ლებს შო­რის ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი თით­ქმის წაშ­ლი­ლია და დედ­მა­მიშ­ვი­ლებს უფრო გვა­ნან. ბევ­რმა ქალ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ნა­ად­რე­ვად შექ­მნა ოჯა­ხი, ახლა ამას არას­წო­რად მი­იჩ­ნე­ვენ და შვი­ლებ­საც ურ­ჩე­ვენ გა­აზ­რე­ბულ ასაკ­ში მი­ი­ღონ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ნონა გი­უ­ნაშ­ვი­ლი: "34 წლის ვარ, სამი შვი­ლის დედა. ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი გიგა 17 წლი­საა, გვან­ცა 16-ის და ნიცა კი - ექ­ვსის. 17 წლის ვი­ყა­ვი, როცა დედა გავ­ხდი. მო­მი­ტა­ცეს... მა­შინ ასეც ხდე­ბო­და და სამ­წუ­ხა­როდ, პა­ტა­რა ასაკ­ში გო­გო­ნას გა­თხო­ვე­ბა არა­ვის უკ­ვირ­და. აქვე მინ­და ისიც და­ვა­ფიქ­სი­რო, რომ ნა­ად­რე­ვად ოჯა­ხის შექ­მნა არ არის კარ­გი.
ძნე­ლია, რო­დე­საც არ ხარ მზად დე­დო­ბის­თვის...

მე გა­მოვ­ტო­ვე ბავ­შვო­ბის ლაღი წლე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ხომ აქვს რა­ღაც და­დე­ბი­თი? ვუ­ყუ­რებ ჩემს შვი­ლებს და არ მჯე­რა, რომ მე გა­ვა­ჩი­ნე, ისე­თი დი­დე­ბი არი­ან, მე­გობ­რე­ბი­ვით ვართ. რო­დე­საც შვი­ლებ­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში გავ­დი­ვარ და დე­დას მე­ძა­ხი­ან, გა­ო­ცე­ბულ სა­ხე­ებს ვხე­დავ, ამა­ზე მე­ღი­მე­ბა, ყვე­ლას და-ძმე­ბი ვგო­ნი­ვართ.
mshoblebi
მე­უბ­ნე­ბი­ან რომ ასაკ­თან შე­და­რე­ბით უფრო პა­ტა­რა შე­ხე­დუ­ლე­ბა მაქვს და ვერ იჯე­რე­ბენ, რომ ეს დიდი ბიჭი და გოგო ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი პრო­ცე­დუ­რა არ ჩა­მი­ტა­რე­ბია, არც ძვი­რა­დღი­რე­ბულ პარ­ფი­უ­მე­რი­ას ვხმა­რობ - მომ­წონს ბუ­ნებ­რი­ვო­ბა და თმა­საც არ ვი­ღე­ბავ. გა­მი­მარ­თლა, რომ მიდ­რე­კი­ლე­ბა არ მაქვს სიმ­სუქ­ნის­კენ. მე და გვან­ცა ხან ერ­თად გავ­დი­ვართ გა­სარ­თო­ბად ბარ­ში და ვამ­ბობთ, რომ დები ვართ. მერე ბევ­რს ვი­ცი­ნით და ვხა­ლი­სობთ ამა­ზე, ვჭო­რა­ობთ, ვგი­ჟობთ. დღეს მარ­ტო­ხე­ლა დედა ვარ... რთუ­ლია ჩემი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვარ"

მერი ბეგ­ლა­რიშ­ვი­ლი: "22 წლის ვი­ყა­ვი ზუკა რომ გა­ვა­ჩი­ნე, ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლი. ფაქ­ტი­უ­რად ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ და დღეს ძა­ლი­ან ახლო და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ჩემი მე­სა­ი­დუმ­ლეა და ასე­ვე ვარ მეც მის­თვის, ყვე­ლას და-ძმა ვგო­ნი­ვართ. თუმ­ცა, ეს არ მიშ­ლის ხელს, ამავდრო­უ­ლად მისი დედა ვიყო, მრჩე­ვე­ლი, მი­მარ­თუ­ლე­ბის მიმ­ცე­მი.

ზუ­კას შემ­დეგ კი­დევ ორი შვი­ლი შეგ­ვე­ძი­ნა. პა­ტა­რე­ბი ბაღ­ში და­დი­ოდ­ნენ აქამ­დე, ახლა შუ­ა­თა­ნა - გო­გო­ნა სკო­ლა­ში მი­დის. მარ­ტო ვცხოვ­რობთ და ბავ­შვე­ბის მოვ­ლაც მე მი­წევს, სახ­ლის საქ­მეც, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი, რაც დი­ა­სახ­ლისს ევა­ლე­ბა. ბავ­შვე­ბის მოვ­ლა-აღ­ზრდა­ში მე­უღ­ლე და მისი მშობ­ლე­ბიც დიდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ.

შვი­ლე­ბის მოვ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ და სხვა­ნა­ი­რად ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია. ვმუ­შა­ობ ერთ-ერთ ბან­კში კლი­ენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის მე­ნე­ჯე­რად. ზო­გა­დად, სა­ბან­კო სფე­რო­ში უკვე 15 წე­ლია ვარ. მე­უღ­ლეც ბან­კში მუ­შა­ობს და ჩვე­ნი უფ­რო­სი ვაჟი კი ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ერთ-ერთ კა­ფე­ში მუ­შა­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, თა­ვის მოვ­ლის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხერ­ხე­ბი არ მაქვს, არც არა­ნა­ი­რი ოპე­რა­ცია და პრო­ცე­დუ­რე­ბი ჩა­მი­ტა­რე­ბია. უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ ვი­ვარ­ჯი­შო და წონა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო, არ მო­ვი­მა­ტო".
განაგრძეთ კითხვა
8424
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
2
Dedachemi chemi bebia egonat.kidev kargi me mainc ar gavtxovdi gvian da shvilishvilebs moesvro
17:35 / 23-08-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```