რას ყვება ბიჭი, რომელმაც სამი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა
რას ყვება ბიჭი, რომელმაც სამი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა
მამუკა ხილაძეს უკვე ბევრი ადამიანი იცნობს. მან ბათუმის სანაპიროზე, 5-ბალიანი შტორმიდან 3 ბავშვი გამოიყვანა და მათი სიცოცხლე გადაარჩინა. ის ამ შემთხვევას იხსენებს:

- შეზლონგებს ვაქირავებ პლაჟზე. დავინახე, როგორ ჩაითრია ტალღამ ბავშვი, მაშინვე გავიქეცი, შევედი ზღვაში და გამოვიყვანე. გამოსვლისას, უკვე უნდა დავბრუნებოდი ჩემს სამუშაოს, მამაჩემმა დამიძახა, რომ მეორეც იხრჩობაო. ამოსვლიდან, დაახლოებით, 2 წუთში, შევედი და მეორეც გამოვიყვანე. 5 წუთში კი მესამე შემთხვევა იყო.

- ბავშვები გაფრთხილების მიუხედავად შევიდნენ ზღვაში?

- გაფრთხილებულები იყვნენ,
ყველამ იცოდა, რომ არ შეიძლებოდა შესვლა, მაგრამ მაინც შევიდნენ.

- თქვენთვისაც ხომ სახიფათო იყო იმ დროს ზღვაში შესვლა და სხვისი სიცოცხლის გადარჩენა?

- ზოგადად, ტალღები მიყვარს. ზღვის არ მეშინია. შარშან, სექტემბერში დაფიქსირდა შტორმი და მაშინაც ვიყავი შესული. ასე რომ, ტალღების არ მეშინია.

- რა რეაქცია ჰქონდათ ბავშვის მშობლებს ან თუ იყვნენ ადგილზე?

- როგორც კი ამოვდიოდი ზღვიდან, სამუშაოს ვუბრუნდებოდი. გუშინ შემეხმიანა მხოლოდ ერთ-ერთის მშობელი. ერთის მშობელი იქ საერთოდ არ იყო, მარტო იყო ბავშვი გამოსული.

- ისტორია ძალიან ბევრმა ადამიანმა გააზიარა, როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ეს ამბავი ასეთი პოპულარული?

- არ ვიცი, უბრალოდ, კარგია, გულთან რომ მიაქვთ. ალბათ, ბევრი მაგალითსაც აიღებს.
თამარ იაკობაშვილი
5372
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ლედი!
0
გაიხარე! ბედნიერებას და ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას გისურვებ!!!
12:38 / 26-08-2019
ნინა
1
და მაშველები სად იყვნენ ამ დროს? ერთი, მეორე, მესამე...
11:23 / 26-08-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```