ჟურნალისტი ნოდარ მელაძე მამა გახდა. მას და თეა ცეცხლაძეს ტყუპი გოგონა შეეძინათ. ამ სასიხარულო ფაქტთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში ბავშვების ფოტოებიც გამოაქვეყნა და შემდეგი ტექსტიც:
"სხვა ცხოვრება, სხვა განცდა, სხვა გრძნობა. დღეიდან ორი შვილის მამა ვარ. ნატატა და თინანო მელაძეები დაიბადნენ. მადლობა ამ დღისთვის".