"ჩემი ქმარი ჩემთვის ავტოსაგზაო შემთხვევის მოწყობას გეგმავს“ - უცნობი წერილი, რომელიც პრინცესა დიანამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა
"ჩემი ქმარი ჩემთვის ავტოსაგზაო შემთხვევის მოწყობას გეგმავს“ - უცნობი წერილი, რომელიც პრინცესა დიანამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა
პრინცესა დიანას გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა, მაგრამ ამ დრომდე მკვლევარებმა და თაყვანისმცემლებმა საშინელი ავტოავარიის შემთხვევა ვერ ამოხსნეს. აღმოჩნდა, რომ შესაძლოა ტრაგიკულ სიკვდილში მისივე ქმარი მონაწილეობდა.

mshoblebi

ცოტა ხნის წინ მედიაში სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა. ის 1997 წლის 31 აგვისტოს მომხდარ ტრაგედიის ახალ დეტალებს ხდის ფარდას. მაშინ პრინცესა დიანა საყვარელთან, დოდი ალ-ფაიედთან ერთად ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგადაც წყვილი გარდაიცვალა.

ბურუსით მოცულ საქმეში სამეფო ოჯახის შესაძლო მონაწილეობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს ხალხი. ამბობდნენ, რომ
შესაძლოა ელისაბედ II მონაწილეობდა ყოფილი რძლის მკვლელობაში.
ჭორები ჭორებად რჩება. სასამართლომ დაადგინა, რომ პრინცესა დიანა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ჭეშმარიტების ძიება დღემდე გრძელდება. ერთ-ერთი ჩანაწერი კი დიდ ბრიტანეთში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

პრინცესას წერილი და მოწმეების ჩვენებები ცხადყოფს, რომ მისი გარდაცვალება არ იყო შემთხვევითი. წერილის მიხედვით, ირკვევა, რომ ეს იყო საგულდაგულოდ დაგეგმილი ოპერაცია, რომელსაც მისი ყოფილი ქმარი ხელმძღვანელობდა.

mshoblebi

პრინცესა დიანამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ასეთი რამ დაწერა: "ჩემი ქმარი ჩემთვის უბედური შემთხვევის მოწყობას გეგმავს. გააკეთებს ისე, რომ მუხრუჭები მოიშალოს და მე სერიოზული დაზიანებები მივიღო. მაშინ ის მშვიდად შეძლებს, იქორწინოს ტიგიზე (პრინცი ჰარისა და უილიამის ძიძა). ამისთვის ჩარლზი ყველას გამოგვიყენებს.“

ეს უბედური შემთხვევა იყო თუ
დაგეგმილი ოპერაცია, არავინ იცის. როგორ იპოვეს პრინცესა დიანას წერილი, ესეც უცნობია. ამჟამად ექსპერტიზ არკვევს მის ნამდვილობას.

mshoblebi
8789
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
Aრაპერი აღ მიკვირს სAმეპო ოჯახსHი Mაგენი ისტორიის წლებზე Kლავენ და იცილებენ Kალებს სხვა რომ Iტხოვონ. Hენრი Mერვემ რამდენს მოაცრა თAვი ვაჯი რომ Hყოლოდა და ეს ღA გასაკვირვია
21:45 / 04-09-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```