პრინცესა დიანას გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა, მაგრამ ამ დრომდე მკვლევარებმა და თაყვანისმცემლებმა საშინელი ავტოავარიის შემთხვევა ვერ ამოხსნეს. აღმოჩნდა, რომ შესაძლოა ტრაგიკულ სიკვდილში მისივე ქმარი მონაწილეობდა.
ცოტა ხნის წინ მედიაში სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა. ის 1997 წლის 31 აგვისტოს მომხდარ ტრაგედიის ახალ დეტალებს ხდის ფარდას. მაშინ პრინცესა დიანა საყვარელთან, დოდი ალ-ფაიედთან ერთად ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგადაც წყვილი გარდაიცვალა.
ბურუსით მოცულ საქმეში სამეფო ოჯახის შესაძლო მონაწილეობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს ხალხი. ამბობდნენ, რომ შესაძლოა ელისაბედ II მონაწილეობდა ყოფილი რძლის მკვლელობაში.
ჭორები ჭორებად რჩება. სასამართლომ დაადგინა, რომ პრინცესა დიანა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ჭეშმარიტების ძიება დღემდე გრძელდება. ერთ-ერთი ჩანაწერი კი დიდ ბრიტანეთში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
პრინცესას წერილი და მოწმეების ჩვენებები ცხადყოფს, რომ მისი გარდაცვალება არ იყო შემთხვევითი. წერილის მიხედვით, ირკვევა, რომ ეს იყო საგულდაგულოდ დაგეგმილი ოპერაცია, რომელსაც მისი ყოფილი ქმარი ხელმძღვანელობდა.
პრინცესა დიანამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ასეთი რამ დაწერა: "ჩემი ქმარი ჩემთვის უბედური შემთხვევის მოწყობას გეგმავს. გააკეთებს ისე, რომ მუხრუჭები მოიშალოს და მე სერიოზული დაზიანებები მივიღო. მაშინ ის მშვიდად შეძლებს, იქორწინოს ტიგიზე (პრინცი ჰარისა და უილიამის ძიძა). ამისთვის ჩარლზი ყველას გამოგვიყენებს.“
ეს უბედური შემთხვევა იყო თუ დაგეგმილი ოპერაცია, არავინ იცის. როგორ იპოვეს პრინცესა დიანას წერილი, ესეც უცნობია. ამჟამად ექსპერტიზ არკვევს მის ნამდვილობას.