ქალი, რომელიც პეკინის გამზირზე მცირეწლოვან ბავშვს თავს დაესხა და სახის არეში ცივი იარაღით დაჭრა, გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ბევრმა იცნო. კომენტარებში წერენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. გთავაზობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კომენტარებს:
"შემზარავი ფაქტი არის ორმხრივი ტრაგედია. ჩემი მეგობრის მეზობელი ყოფილა ეს ქალი, შიზოფრენიით შეპყრობილი, რომელიც ოჯახს მიუყვანია საავადმყოფოში და 3 დღეში გამოუწერიათ. მერე სახლში მოდიოდა ექიმი და ნემსს უკეთებდაო... ავადმყოფი, რომელიც გიმტკიცებს, რომ წყნეთის თავზე არაბეთის ქვეყნებია და იქ უნდა ავიდეს რათა არაბები დახოცოს, ასეთ ავადმყოფს როგორ წერენ სახლშიი?!" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.
"მე ვიცნობ ამ ქალს... შოკში ვარ, არ არის ნორმალური, ძირითადად ვაჟაზეა ხოლმე. სადღაც ერთი წლის წინ, დილის 6 საათი იყო ვაჟას მეტროსთან შეგვხვდა, ჩვეულებრივად ჩაცმული იყო არაფერი ეტყობოდა შეურაცხადის, მანქანაში შემოგვიყო თავი და გვეუბნებოდა, რომ მაღაზიებში საჭმელი აღარ იშოვება, გვეკითხებოდა სად ვცხოვრობთ, უნდოდა მანქანაში ჩაჯდომა, გვეკითხებოდა, სად მივდიოდით და რადგან არ ჩავისვით მანქანაში, გვითხრა, რომ აქ დაგველოდებოდა, ყველაზე დიდი უბედურება კი ის იყო, რომ იქ ვცხოვრობდი და ძალიან ხშირად გვეკითხებოდა სად ვცხოვრობდით... დიდხანს ვერ მივხვდი რა ჭირდა დილის 6 საათზე გარეთ რომ გამოვედი იმაზეც კი დავფიქრდი, მართლა რამე ხომ არ მოხდა და დაიკეტა ყველა მაღაზია-თქო, მაგრამ ბოლოს გვითხრა, რომ წყნეთის ზევით იყო არაბეთის ქვეყნები და იქ უნდოდა ჩვენთან ერთად გაქცევა, ბოლოს როგორღაც დავაღწიეთ თავი და წავედით, მაგრამ ვაჟას ძეგლთან იმის მერე ძალიან ხშირად მყავს დანახული..." - ვკითხულობთ კომენტარში.
შემთხვევა პეკინის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი უკვე დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.