თურქეთში გარდაიცვალა 12 წლის გოგონა, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა.
როგორც ცნობილია, 18 აგვისტოს თურქეთის ქალაქ ბოდრუმის ერთ-ერთი სასტუმროს აუზში პეტერბურგელ 12 წლის გოგონას ხელი გაეჭედა აუზის გამწოვ მილში. დიდხანს ცდილობდნენ მისი ხელის გათავისუფლებას წყალქვეშ და ბოლოს ისე ამოიყვანეს, მილის მოჭრა გახდა საჭირო. გოგონამ ამასობაში ბევრი წყალი ჩაყლაპა და კომაში ჩავარდა. თურქეთის კლინიკაში რამდენიმე დღე ცდილობდნენ მის გადარჩენას, თუმცა მას გუშინ გული გაუჩერდა...
უცნობია, აპირებენ თუ არა მშობლები სასტუმროს ადმინისტრაციისთვის ჩივილს.
ჩუმი სიკვდილი: მეორადი დახრჩობა ბავშვებში. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს ამის შესახებ!