მე მქვია შორენა. პროფესიით ფარმაცევტი ვარ, სახალხო აფთიაქში ვმუშაობ და ახლა სამსახურში მივდივარ.
ხრაშ! -ხრუშ! -ხრაშ! ხრაშ! ქუჩაში მიმავალს მესმის ხმა. ეს ისეთი ჟღერადობაა, არასოდეს არაფერში აგერევა და მაშინვე ხვდები - ვიღაც ჩიფსს მიირთმევს. ქურდულად ვიხედები უკან, რადგან მაინტერესებს ეს უცნობი, კარტოფილის ჩიფსებით, ქუჩაში უდარდელად მიმავალი, რომელიც მარილიან ფირფიტებს მიირთმევს. ვიხედები და ჩემს მზერას ბავშვი იპყრობს. ჯერ სახეზე არ შემიხედავს, მის ხელებს ვაკვირდები: პატარა თითებს, რომლებსაც ხარბად ჩაუბღუჯავთ ჭრიალა პაკეტი, შემდეგ მეორე ხელის თითებს, მარილით და ჩიფსის ნამცეცებით მოსვრილს, რომლებსაც კარტოფილის ფირფიტა მიაქვთ პაწია, წითელ, ზეთით აპრიალებულ ტუჩებთან და მერე - ხრაშ! ხრუშ!
ბავშვი წითელლოყებიანი, პუტკუნა და უდავოდ ძალიან საყვარელია, მაგრამ მის შემხედვარეს გული მეწვის. ვფიქრობ ყველა იმ უსარგებლო ნივთიერებებზე, რომლებსაც იღებს მისი პატარა ორგანიზმი ამ წუთას, ჩემს თვალწინ, და მე არ შემიძლია, რაიმე ვუთხრა მის მშობელს, რომელსაც რატომღაც არ ესმის, რამდენად მავნეა კარტოფილის და სიმინდის ზეთში მომზადებული ჩიფსები პატარისა ან, თუნდაც, მოზრდილისათვის.
არ მიყვარს, როდესაც ბავშვებს რაიმეს უკრძალავენ. არ შემიძლია, ახლა მივიდე ამ პატარა საყვარელ არსებასთან და ვუთხრა, რომ ის, რაც მას ასე ძალიან უყვარს, შეიცავს უამრავ მარილს, არასაჭირო ცხიმს და მისი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა. რა შემიძლია, შევთავაზო ჩიფსების სანაცვლოდ, რომ "ცუდი პოლიციელის" როლი არ მოვირგო?! რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჩიფსი! უცნაურია, არა? სულაც არა.
ალტერნატივა ყოველთვის არსებობს და ჩვენს შემთხვევაში კარტოფილის ალტერნატივად ვაშლს წარმოგიდგენთ. ვაშლის სარგებლობაზე ვისაუბროთ?! არა მგონია ეს აუცილებელი იყოს. ახლა მოგითხრობთ, რითია განსაკუთრებული ვაშლის ჩიფსი. "ჩიკორის" ვაშლის ჩიფსი დამზადებულია მხოლოდ ქართული, ქარელის ვაშლისაგან, შეიცავს უამრავ ვიტამინს და მიკროელემენტს, რკინისა და კალციუმის ჩათვლით, და იცით რამდენია მასში ცხიმის შემცველობა? 0%.
ბავშვებს რატომღაც იშვიათად უყვართ ცოცხალი ხილი, მინახავს მშობლები, რომლებიც მთელი სანათესაოს დახათრებით, ერთხელ თუ აკბეჩინებენ პატარებს ვაშლს. გამომშრალი ვაშლის ჩიფსი კი შეიცავს ყველა იმ სასარგებლო ნივთიერებას, რასაც დაუმუშავებელი პროდუქტი და მეტიც, ყველა ეს ნივთიერება უფრო კონცენტრირებულად არის წარმოდგენილი. როგორც იტყვიან: ნაკლები ნიშნავს მეტს.
რას ვარგებთ ბავშვებს კარტოფილის სტანდარტული ჩიფსის ვაშლის ჩიფსის ჩანაცვლებით? ჩვენ შევმატებთ მათ ხალისს, ენერგიას, უზრუნველვყოფთ ჯანმრთელი კანით და, რაც მთავარია, დავიცავთ ჭარბი წონისგან. ამიტომ ასე ვიქცევი: ჩანთიდან ვიღებ ჩიკორის ვაშლის ჩიფსს, რომელიც შეკვეთით სახლში მოაქვთ და პატარა მსუნაგს ვთავაზობ. დედამისი გაკვირვებული მიყურებს, სანამ ბავშვი შეფუთვის გახსნას ლამობს, მშობელს ყველაფერს ვუხსნი. ქალბატონი ჩემდა გასაკვირად მიღიმის და მეთანხმება. ამასობაში მესმის: ხრაშ! ხრუშ! თუმცა ეს ხმა აღარ მაშინებს.
ჩიკორის ვაშლის ჩიფსის საოჯახო პაკეტის შეკვეთა ეკონომიურ ფასად შეგიძლიათ ამ ნომერზე დარეკვით 599 991 419. ადგილზე უფასოდ მოგიტანენ თბილისის მასშტაბით.