"წამის მეათასადში მივხვდი, რომ ელენე ცოცხალი აღარ იყო..." - 13 წლის ელენეს გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა
"წამის მეათასადში მივხვდი, რომ ელენე ცოცხალი აღარ იყო..." - 13 წლის ელენეს გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა
ნანა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის 13 წლის ქალიშვი­ლი ელენე ორი წლის წინ გარდაიცვალა. მისი თვითმკვლელობის მიზეზი გახ­მა­უ­რე­ბულ ონ­ლა­ინ ­თა­მაში "ლურჯი ვე­შაპი" იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ქალბატონი ნანა გამუდმებით იხსენებს იმ ტრაგედიას და მშობლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"2 წელი ელენეს გარეშე...
პოსტი იქნება მძიმე, მაგრამ ყველა მშობლისთვის აუცილებლად წასაკითხი.
ელენე სამჯერ მომიკვდა, პირველად, როცა 29 აგვისტოს დამირეკეს და მთხოვეს სახლში მივსულიყავი, რადგან რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, პოლიციაა მოსული და ფანჯარა არის ღიადო, მეცამე სართულის ფანჯარა,
ელენს ოთახის ფანჯარა...
დალეწილი ბავშვის სხეული შუაღამისას მოასვენეს სახლში.... ვერ ვიჯერებდი, როცა სკამებს აწყობდნენ, აი ისე პანაშვიდზე რომ იციან... შუაში ცარიელი ადგილი დატოვეს, ყველაზე ცენტრალური, ადგილი ელენესთვის...
მეორედ ელენე მომიკვდა მაშინ როდესაც 30 აგვისტოს გამთენიისას (როცა ელენე უკვე სახლში იყო მოსვენებული) წამიერად გავითიშე... მზის შუქმა გამაღვიძა და პირველი აზრი, რომელიც მომივიდა იყო ის, რომ ელენეს ოთახში უნდა შევსულიყავი დილა მშვიდობისა მეთქვა და მეკოცნა (ისე როგორ ყოველთვის), წამის მეათასადში მივხვდი, რომ ელენე ცოცხალი აღარ იყო... მაშინ მეორედ მომიკვდა...
მესამედ მაშინ მომიკვდა, როცა ქვაზე დახატეს, დახატეს და საამქროში დაგვიბარეს, მობრძანდით დავასრულეთო... ვუყურებდი ჩემი შვილის სურათს მარმარილოს შავ ქვაზე გამოსახულს და მივხვდი რომ ეს იყო პიკი,
უკან დასახევი გზა აღარ არის.... ელენე დახატეს მარმარილოს ქვაზე, მაშინ მესამე მანიფესტი იყო მისი სიკვდილის. ვიდექი და კი არ ვტიროდი, ვხაოდი როცა მას ამ ქვაზე დახატულს ვუყურებდი... იქვე საამქროში ვიღაც ქალი იდგა და კომენტარი გააკეთა: „ვაიმე რა კარგად დახატესო, როგორც ჰგავს სურათსო“....
კიდევ ბევრი რამ იყოს ამ 2 წლის განმავლობაში, პირველი წელი ყველგან აღაჟღაჟებული შუქი მქონდა ჩართული, იმიტომ რომ ველოდი რომ მოვიდოდა, და არ მინდოდა გამომპარვოდა მისი ლანდის დანახვა.... მაგრამ არ მოვიდა, უფრო სწორეფ კი, ისე არ მოვიდა როგორც მე ველოდი, მერე შუქიც ჩავაქვრე....
რატომ გიზიარებთ ამას - ლურჯი ვერშაპი მკვლელია, და მათ ვისაც გყავთ თინეიჯერები, გმართებთ დიდი ყურადღება, ეს არ არის გამოგონილი მითი, ეს სასტიკი მკვლელი თამაში მართლა არსებობს. თუკი თქვენი შვილი უცაბედად ხდება ინტროვერტი, უცებ გადადის დახურული ტანსაცმლის ტარებაზე, ხელიდან არ უშვებს ტელეფონს, გაუქრა ინტერესი ყველაფრის მიმართ ნუ მიაწერთ ამას მხოლოდ გარდატეხის ასაკს, შეამოწმეთ მისი ტელეფონი, მისი მიმოწერა და უთხარით რომ არაფრის არ უნდა ეშინოდეს... აუხსენით, რომ თამაშის დასრულება ნებისმიერ წუთს შეიძლება, ისე, რომ არც მას და არც მის საყვარელ ადამიანებს არააფერი არ დაემუქრებათ

ყველას დიდი მადლობა სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის.
ელენეს სახელით - ნანა".

მერი ბლიაძე

იხილეთ ვრცელი ინტერვიუ

altრა მიმართვას ავრცელებს დედა, რომლის შვილიც "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა

36489
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნატა
0
უფალმა მიუტევოს და დაამკვიდროს სასუფეველში,თქვენ კი გაგაძლიეროთ.
13:04 / 30-08-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```