სამყაროს მთავარი წიგნი - როგორია ბიბლიის გავლენა ხელოვნების სხვადასხვა სფეროზე
სამყაროს მთავარი წიგნი - როგორია ბიბლიის გავლენა ხელოვნების სხვადასხვა სფეროზე
ბიბ­ლი­ის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია, რომ ის კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი კრე­ბუ­ლია. მისი გავ­ლე­ნა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ზე, თე­ატრზე, მუ­სი­კა­ზე და მხატ­ვრო­ბა­ზე უსა­ზღვროა. ეს არის წიგ­ნი, რომ­ლის გა­რე­შეც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ხე­ლოვ­ნე­ბა და კულ­ტუ­რა.

ამ გავ­ლე­ნებ­ზე სხვა­დას­ხვა სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ვე­სა­უბ­რეთ. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი რე­ჟი­სო­რი ლე­ვან წუ­ლა­ძე (ჭოლა), ლი­ტე­რა­ტო­რი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, მხატ­ვა­რი გია გუ­გუშ­ვი­ლი, მუ­სი­კო­სი და­ვით ევ­გე­ნი­ძე და კი­ნომ­ცოდ­ნე ლელა ოჩი­ა­უ­რი არი­ან.

ლე­ვან წუ­ლა­ძე, რე­ჟი­სო­რი: "ბიბ­ლი­ა­ში მთე­ლი დრა­მა­ტურ­გი­აა მოქ­ცე­უ­ლი. არის ასე­თი თე­ო­რია, რომ დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სი­უ­ჟე­ტი, შე­იძ­ლე­ბა 30-33
სი­უ­ჟე­ტამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ და თი­თო­ე­უ­ლი ეს სი­უ­ჟე­ტი ბიბ­ლი­ა­შია. თუ ან­ტი­კურ ხა­ნას არ ჩავ­თვლით, სი­უ­ჟე­ტე­ბი მთლი­ა­ნად ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმი­დან არის. ეს ორი წიგ­ნი იყო ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის მა­ცო­ცხლე­ბე­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი სრუ­ლი­ად ხე­ლოვ­ნე­ბას ეხე­ბა და არა მხო­ლოდ - თე­ატრს. აღორ­ძი­ნე­ბის პე­რი­ოდ­მა კი ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმის სი­უ­ჟე­ტე­ბის სინ­თე­ზი მო­ახ­დი­ნა და და­ი­ბა­და ახა­ლი ევ­რო­პუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა. თე­ატ­რში ბიბ­ლი­ის პერ­სო­ნა­ჟე­ბი პირ­და­პირ არი­ან გა­ცო­ცხლე­ბუ­ლე­ბი. შექ­სპი­რიც კი ბევრ სი­უ­ჟეტს იღებ­და ბიბ­ლი­ი­დან და მერე ამუ­შა­ვებ­და. მა­გა­ლი­თად, ბიბ­ლი­უ­რი სი­უ­ჟე­ტია ვე­ნე­ცი­ე­ლი ვაჭ­რის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი, სცე­ნა­ზეა გად­მო­ტა­ნი­ლი წმინ­და­ნე­ბის ცხოვ­რე­ბაც, სი­უ­ჟე­ტად და პი­ე­სად არის ქცე­უ­ლი ახა­ლი აღ­ქთ­მის თით­ქმის ყვე­ლა არა­კი. მე, პი­რა­დად, ყვე­ლა­ზე დიდი შე­ხე­ბა ბიბ­ლი­ურ სი­უ­ჟეტ­თან დოს­ტო­ევ­სკის „და­ნა­შა­უ­ლი და სას­ჯე­ლის“ დად­გმის დროს მქონ­და. ეს პი­ე­სა
სა­ბერ­ძენთში დავ­დგი.“

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ლი­ტე­რა­ტუ­რათმცო­დე: "მსოფ­ლი­ო­ში ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა ისე­თი წიგ­ნი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე იმა­ზე მეტი გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს, ვიდ­რე ბიბ­ლი­ას აქვს. ამ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ ჰო­მე­რო­სი თუ შე­ე­ჯიბ­რე­ბა და ისიც ძა­ლი­ან პი­რო­ბი­თად. თო­მას მან­მა, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს ბიბ­ლი­ურ სი­უ­ჟე­ტებს, თქვა, რომ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა არის ორგვა­რი: ბიბ­ლი­უ­რი და ჰო­მე­რო­სუ­ლი. ბიბ­ლი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა არის უფრო მუქი, სევ­დი­ა­ნი, პე­სი­მის­ტუ­რი. შე­და­რე­ბით უფრო ნა­თე­ლი კი ჰო­მე­რო­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რაა. მისი კლა­სი­ფი­კა­ცი­ით, მა­გა­ლი­თად, დოს­ტო­ევ­სკი ბიბ­ლი­უ­რია, ტოლსტოი კი ჰო­მე­რო­სუ­ლი. ამის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ნა­ხე­ვა­რი ბიბ­ლი­ის გავ­ლე­ნით არის შექ­მნი­ლი. ბიბ­ლი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რაც, თა­ვის მხრივ, ორი სა­ხი­საა. პირ­ვე­ლი - ეს არის უშუ­ა­ლოდ ბიბ­ლი­უ­რი სი­უ­ჟე­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა თო­მას მა­ნის „იო­სე­ბი და მისი ძმე­ბი“. ეს ნა­წარ­მო­ე­ბი სრუ­ლად ბიბ­ლი­ი­დან არის აღე­ბუ­ლი და გა­და­აზ­რე­ბუ­ლი. ბოლო პე­რი­ოდ­ში და­ი­წე­რა უამ­რა­ვი სა­ხა­რე­ბა, მა­გა­ლი­თად, შმი­ტის „პი­ლა­ტეს სა­ხა­რე­ბა“, სა­რა­მა­გუს „იე­სოს სა­ხა­რე­ბა“. მე­ო­რე მხრივ, არ­სე­ბობს ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მელ­შიც ბიბ­ლი­ის ეპი­ზო­დე­ბი პირ­და­პირ კი არ არის გა­და­ტა­ნი­ლი, არა­მედ არა­პირ­და­პირ გავ­ლე­ნას გა­ნიც­დის. გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მწე­რა­ლი ბიბ­ლი­ის ძი­ე­ბი­სა და მი­ნიშ­ნე­ბე­ბის გა­რე­შე წიგნს ვერ და­წერს.

ბიბ­ლი­ის გა­რე­შე არა­ფე­რი არ­სე­ბობს და ეს მარ­ტო ლი­ტე­რა­ტუ­რას არ ეხე­ბა. ასეა მხატ­ვრო­ბა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­შიც. ბიბ­ლი­ის გა­რე­შე არც სერ­ვან­ტე­სია და არც შექ­სპი­რი, რო­მე­ლიც ვი­თომ თა­ვი­სუ­ფა­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მსგავ­სი გავ­ლე­ნის­გან. ლი­ტე­რა­ტუ­რის ნა­წი­ლი სავ­სეა ფა­რუ­ლი ბიბ­ლი­უ­რი მი­ნიშ­ნე­ბე­ბით, რო­მელ­საც ხში­რად მწე­რა­ლი ვერც კი წვდე­ბა. ბიბ­ლია ის­ტო­რი­ის ქმნაა. ლი­ტე­რა­ტუ­რა კი ბიბ­ლი­ა­სა­ვით ქმნის ის­ტო­რი­ას.

გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ჰო­ის­მა თქვა, რომ ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცია 3 რა­ღა­ცა­ზე დგას. ესე­ნია: აკ­რო­პო­ლი­სი, კა­პი­ტო­ლი­უ­მი და გოლ­გო­თა, ანუ ქრის­ტი­ა­ნო­ბა. სწო­რედ ეს არის ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მე­ლიც არ მო­ი­ცავს ან­ტი­კუ­რო­ბას. ან­ტი­კუ­რო­ბი­სა და ბიბ­ლი­ის შეხ­ვედ­რით კი მი­ვი­ღეთ გან­ვი­თა­რე­ბის უმაღ­ლე­სი წერ­ტი­ლი, აღორ­ძი­ნე­ბის ხანა.

mshoblebi

გია გუ­გუშ­ვი­ლი, მხატ­ვა­რი
: „ბიბ­ლია და მხატ­ვრო­ბა.. ეს არის ხე­ლოვ­ნე­ბა­ში შთა­გო­ნე­ბის უწყვე­ტი წყა­რო!.. სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. ძვე­ლი და ახა­ლი... კლა­სი­კა და მო­დერ­ნი... მე ყო­ველ­თვის ვი­მე­ო­რებ, რომ არ­სე­ბობს რე­ლი­გია, არ­სე­ბობს ხე­ლოვ­ნე­ბა! ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კი ის გახ­ლავთ, რომ, მი­უ­ხე­და­ვად „კა­ნო­ნი­კუ­რად აღ­წე­რი­ლი“ და და­სუ­რა­თე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ქმნი­ლე­ბი­სა, ის უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და! თა­ნა­მედ­რო­ვე არტი ხომ „ძვე­ლი მიგ­ნე­ბე­ბის“ სხვა სა­მე­ტყვე­ლი ენით ამ სიღ­რმე­ებს ინარ­ჩუ­ნებს... დიახ, ბიბ­ლია გვას­წავ­ლის და გვა­თა­ვი­სუფ­ლებს!“

დათო ევ­გე­ნი­ძე, მუ­სი­კო­სი: „ბიბ­ლი­ის გავ­ლე­ნა მუ­სი­კა­ზე“ - ეს სი­ტყვე­ბი თით­ქოს პა­ტა­რაა და რე­ა­ლო­ბას შე­სა­ბა­მი­სად ვერ გა­მო­ხა­ტავს. ბიბ­ლი­ის გა­რე­შე არც ერთი გე­ნი­ა­ლუ­რი მუ­სი­კო­სი არ არ­სე­ბობს. რი­ტუ­ა­ლურ მუ­სი­კა­ზე რომ არ ვი­სა­უბ­როთ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სა­ე­რო მუ­სი­კაც გაჟ­ღენ­თი­ლია ბიბ­ლი­ით. ამ წიგ­ნით საზ­რდო­ობს მთე­ლი სამ­ყა­რო. ძვე­ლი აღ­თქმა ახ­ლო­საა არაქ­რის­ტი­ა­ნებ­თან, ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის კი ორი­ვე წიგ­ნი საღვთო წიგ­ნია. ბიბ­ლია ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მოქ­მე­დებს. მუ­სი­კოს­მა შე­იძ­ლე­ბა 5 პრე­ლუ­დია და­წე­როს, რო­მე­ლიც არ არის ფორ­მით რი­ტუ­ა­ლუ­რი და ეკ­ლე­სი­უ­რი, მაგ­რამ ის მა­ინც გან­მსჭვა­ლუ­ლია ბიბ­ლი­ით.

მე, პი­რა­დად, 18 წლის ასაკ­ში დავ­წე­რე „ვარ­დი სი­ლა­ში“, რო­მე­ლიც რექ­ვი­ე­მი არ არის, მაგ­რამ ძა­ლი­ან არის ბიბ­ლი­ით გან­მსჭვა­ლუ­ლი. ჩემი დის ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია. ასე­ვე, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით და­წე­რი­ლი მაქვს „გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი“. ჭეშ­მა­რი­ტი ხე­ლო­ვა­ნი მხო­ლოდ მუ­სი­კა­ში კი არა, სა­ერ­თოდ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს ამ გე­ნი­ა­ლუ­რი წიგ­ნის გა­რე­შე.

mshoblebi

ლელა ოჩი­ა­უ­რი, კი­ნომ­ცოდ­ნე: პირ­ველ რიგ­ში, უნდა ვთქვათ, რომ ბიბ­ლი­ას არა მხო­ლოდ კი­ნო­ზე, არა­მედ ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე აქვს ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა. აქ იგუ­ლის­ხმე­ბა ორი­ვე, რო­გორც ძვე­ლი, ისე ახა­ლი აღ­თქმა. თით­ქმის ყვე­ლა თემა, თით­ქმის ყვე­ლა სი­უ­ჟე­ტი, რო­გო­რი ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი და რო­გო­რი და­შო­რე­ბუ­ლიც უნდა იყოს პირ­ველ­წყა­როს, მა­ინც ბიბ­ლი­ის დიდი გავ­ლე­ნის ქვე­შაა. ყვე­ლა ის­ტო­რია, რო­მე­ლიც კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში არ­სე­ბობს, ბიბ­ლი­უ­რი სი­უ­ჟე­ტე­ბი­და­ნაა ამოზ­რდი­ლი.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ზე დიდი აღ­ზე­ვე­ბის პე­რი­ო­დი იყო მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი­დან 60-იანი წლე­ბის ბო­ლომ­დე. ამ პე­რი­ოდ­ში, ზო­გა­დად, კინო გა­ნიც­დი­და ძა­ლი­ან დიდ აღ­მავ­ლო­ბას. და ამ პე­რი­ოდ­ში­ვე ევ­რო­პუ­ლი და არა მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი კინო და­უბ­რუნ­და პირ­ველ­სა­წყისს, სა­ი­და­ნაც იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და კრი­ზი­სის ეპო­ქა­ში მყო­ფი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეძებს გა­მო­სა­ვალს. ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში დად­გა ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლიზ­მის ხანა და მერე ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი­ნო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის ძი­ე­ბის გზე­ბი ბიბ­ლი­ურ სი­უ­ჟე­ტებს და­უბ­რუნ­დნენ, იმ საყ­რდე­ნებს, რომ­ლე­ბიც ბიბ­ლი­ა­შია. სწო­რედ ამი­ტომ მე-20 სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა უფრო იმე­დი­ა­ნია და მო­მავ­ლის ხსნას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.“

გა­ნუ­ზომ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა არა მხო­ლოდ წა­ი­კი­თხოს, არა­მედ ეცა­დოს, გა­ი­აზ­როს ბიბ­ლი­ის ტექ­სტი, რაც ობი­ექ­ტურ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ გა­მოს­ცემს ბიბ­ლი­ას გან­მარ­ტე­ბე­ბით. პრო­ექ­ტი 15 ტო­მის გა­მო­ცე­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. წიგ­ნე­ბი 23 სექ­ტემ­ბრი­დან, თვე­ში ერთხელ, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნის ფასი 13.5 ლარი (გა­ზეთ­თან ერ­თად 15 ლარი) იქ­ნე­ბა. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ეს იქ­ნე­ბა გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც მკი­თხველს წმინ­და წე­რი­ლის სწო­რად გა­აზ­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

„ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“ არა­ერთ ქვე­ყა­ნა­შია გა­მო­ცე­მუ­ლი, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი პრო­ექ­ტი პირ­ვე­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გან­მარ­ტე­ბე­ბის ტექ­სტებ­ზე მუ­შა­ო­ბენ თე­ო­ლო­გე­ბი, თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის ბიბ­ლი­ის კა­თედ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ფი­ლო­ლო­გე­ბი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი






241
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```