"მას არა­ფე­რი ახ­სოვს... 2 დღით ადრე აბსოლუტურად ნორმალურად იყო, არის უაღრესად განათლებული, არისტოკრატული ოჯახიდან" - მშობლები

"მას არა­ფე­რი ახ­სოვს... 2 დღით ადრე აბსოლუტურად ნორმალურად იყო, არის უაღრესად განათლებული, არისტოკრატული ოჯახიდან"

2019-08-29 11:46:15+04:00

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მეზობლების განცხადებით, დაკავებულს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს და რამდენჯერმე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა.

როგორც რამდენიმე მეზობელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსს" განუცხადა, ქალს "მკურნალობა სჭირდებოდა, თუმცა არ მკურნალობდა".

"ჯიუტი იყო მკურნალობის მხრივ. სჭირდებოდა მკურნალობა, მაგრამ არ მკურნალობდა. ვიზუალურად არ ეტყობოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, უბრალოდ, მე ვიცნობდი ბავშვობიდან და ვიცოდი მისი მდგომარეობა. რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულში და მალევე გამოდიოდა," - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მეზობელმა ლია მიქაძემ.

კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული პროფესიით მხატვარია.

"დაკავებული მხატვარია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფსიქიკურ პრობლემებს ამჩნევდნენ, თუმცა, სერიოზული არაფერი შეუმჩნევიათ. ის არის ჩემი მეგობარი. არის უაღრესად განათლებული. ძალიან ვწუხვართ ბავშვისა და მისი ოჯახის გამო. ის არისტოკრატული ოჯახის შვილია. მე მას მთელი ცხოვრება ვიცნობ. არის არაჩვეულებრივი ადამიანი. 2 დღით ადრე ვნახე, ვისხედით, ყავას ვსვამდით, აბსოლუტურად ნორმალურად იყო, მაჩვენა თავის ნახატები. რა მოხდა, რამ აიძულა, რამ გააკეთებინა, ვერ გეტყვით", - განუცხადა "პალიტრანიუსს" კიდევ ერთმა მეზობელმა ციური ჯიქიძემ.

ბრალდებულის ადვოკატის, ალექსი გაბუნიას განცხადებით, მას მომხდარი არ ახსოვს.

"მას არა­ფე­რი ახ­სოვს, ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის. ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. მკურ­ნა­ლობ­და და ახ­ლაც მკურ­ნა­ლობს, საკ­მა­ოდ მძი­მე პრე­პა­რა­ტებს იღებს. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ფსი­ქი­ატ­რი­ულ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა და­ი­ნიშ­ნე­ბა. თუ ბრალ­დე­ბის მხა­რემ არ ჩა­ა­ტა­რა, ჩვენ მო­ვი­თხოვთ. პა­ტი­მარს დღეს პირ­ვე­ლად შევ­ხვდი, 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­სა­უბ­რე, მეტი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. მას დიდი ხა­ნია, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შიც იწვა, სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ბო­ლოს ფსი­ქი­კუ­რი პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრში 2017 წელს რამ­დე­ნი­მე დღე იწვა და პრე­პა­რა­ტე­ბი აქვს და­ნიშ­ნუ­ლი", - აცხა­დებს გა­ბუ­ნია.