რა უნდა ჩააგონოთ გოგონას, რომ გათხოვების შემდეგ ვერავინ დაჩაგროს - ფსიქოლოგი დედის ჩანაწერები
რა უნდა ჩააგონოთ გოგონას, რომ გათხოვების შემდეგ ვერავინ დაჩაგროს - ფსიქოლოგი დედის ჩანაწერები
მეგობრები მეკითხებიან: "რა გავაკეთო, რომ ჩემი გოგო არ გადაეყაროს მოძალადეს ან სადისტს? ღმერთმა დაიფაროს და არ გაჰყვეს ცოლად? საბრძოლო სკოლაში მივიყვანო?.."

ჩვენ მივეჩვიეთ, რომ აგრესიის გამოხატვა, რაღაც ფორმით, შეუძლია ნებისმიერს, ვისაც ცოტაოდენი ძალაუფლება აქვს: მაგალითად,
ექიმს - თუ ჩვენ პაციენტი ვართ, მასწავლებელს - თუ მოსწავლე ვართ, მშობელს - თუ ბავშვი ვართ, პოლიციელს კი ნებისმიერის მიმართ შეუძლია აგრესიის გამოხატვა და ა.შ.

როგორც არ უნდა გვინდოდეს, რომ გვქონდეს ჯადოსნური ვაქცინა, რითიც დავიცავდით
ჩვენ შვილებს, ყველამ ვიცით რომ ის არ არსებობს. ოდესღაც ჩვენი შვილები გადაწყვეტენ ვიღაცასთან ურთიერთობის დაწყებას, გათხოვებას, შვილების გაჩენას, ან არგაჩენას, ვინ იცის... მაგრამ მთავარი - ამ ურთიერთობებში მისი უსაფრთხოება უკვე არ იქნება დამოკიდებული ჩემზე. და სანამ ის ჯერ კიდევ ჩემთან ერთად ცხოვრობს, გონებაში ვუქსოვ ჯადოსნურ სიტყვებს, რომელიც დაიცავს მაშინ, როდესაც არ ვიქნები მის გვერდით.
როდესაც ცოტათი წამოიზრდება - ვეტყვი...

თუ დაგარტყეს, დაუყოვნებლივ წადი
ისე მოიქეცი, თითქოს მიწისძვრა მოხდა-მოკიდე ხელი ბავშვებს, დოკუმენტებს (დანარჩენს მერე მიხედავ). არ მიიღო ბოდიში, არ გაუჩერდე მოსალაპარაკებლად. ნებისმიერი "მაპატიე" ხვალ შემოგიბრუნდება " ტვინი შემიჭამე"-თი. ამ ჭაობში ადვილად ჩავარდები, ამოსვლა კი ძალიან რთულია. არ დაეჭვდე შენს გადაწყვეტილებაში - გაიქეცი!

უდანაშაულო ხარ
დაიმახსოვრე,
რომ ნებისმიერი "შენი ბრალია" და "შენ მიმიყვანე ამ ზომამდე" - ტყუილია. სინამდვილეში ეს ნიშნავს: "ვიცი, რომ დაგარტყა, გაწყენინო, დაგამცირო, ამისათვის არ დავისჯები. ამიტომ ვერ ვხედავ თვითკონტროლის აზრს" 

ყოველთვის თანაგიგრძნობ
ყოველთვის შეგიძლია ჩემთან მოსვლა, ნებისმიერ მდგომარეობაში. ცრემლებით და ფეხშიშველა. მე არ დაგადანაშაულებ შენ მაშინაც, თუ მომინდება გითხრა, ხომ გაფრთხილებდი"... ჩავიკეტები საპირფარეშოში და სარკეს ვეტყვი ამ სიტყვებს, ჩურჩულით. იმიტომ, რომ ეს სიტყვები ჭრილობაში ნემსებივით ჩაგესობა.

ნუ დამალავ პრობლემას და ნუ შეგრცხვება დახმარების თხოვნა
თუ აღარ ვიქნები ცოცხალი, მეგობრებს უამბე შენი გასაჭირი და სთხოვე დახმარება. თუ არ გყავს ასეთი ადამიანები, იყვირე, მოუყევი ნებისმიერს, ვინც მოგისმენს.

ნუ დაუშვებ, დაგამციროს
არ დაუშვა დაგამციროს და გამიზნულად მოგაყენოს ტკივილი. არასოდეს იფიქრო: "მე ჭკვიანი ვარ, ეს მე არ მემუქრება".

შენი მტერია - "მგონი მომეჩვენა"
დღეს ადამიანი აბსოლუტურად ადეკვატურია, ხვალ კი გადაიქცევა გაღიზიანებულ სადისტად. ზეგ ისე "გამოიდარებს", რომ ეჭვი შეგეპარება შენს თავში და იტყვი:"მომეჩვენა". სწორედ ასეთ ადამიანს უფრთხილდი! ასეთთან არ დაიჭირო ახლო ურთიერთობა, არ გააჩინო შვილები და არ ჩაერთო მასთან ბიზნესში.

გამოიმუშავე საკუთარი ფული
ყოველთვის გქონდეს საკუთარი შემოსავალი. თუ დეკრეტში ხარ და ბავშვებთან ზიხარ სახლში, განიხილე პარტნიორთან ეს საკითხი, გახსენი შენი ანგარიში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ბავშვები პატარები არიან, ისე, როგორც არასდროს, მაქსიმალურად დამოკიდებული ხარ პარტნიორზე. რაც მას უპირატესობას აძლევს.
mshoblebi
ნუ "ჩაიციკლები" ურთიერთობებზე
არ დაუშვა, რომ მასთან ურთიერთობა ერთადერთი იყოს. მეგობრები, სამსახური, სპორტი, გართობა. იმუშავე, ისწავლე. თუ თქვენი ურთიერთობა დამთავრდება, - მტკივნეული იქნება შენთვის. მაგრამ სასახლის დანგრევას, ერთი კედლის ჩამონგრევა სჯობს.

ყურადღება მიაქციე ჯანმრთელობას
მიხედე თავს, მოუარე, რათა სიცოცხლისთვის ძალები გქონდეს.

ნუ უყურებ სხვებს
არასოდეს მოექცე მახეში "ყველა ასე ცხოვრობს". ეს არასწორია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაჩვენო ოჯახები, სადაც არ არის ძალადობა, სადაც ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან თავაზიანად მაშინაც, როდესაც ერთმანეთზე გაბრაზებულები არიან. შევეცდები, მე ვიყო ამის მაგალითი.

ნუ ეცდები შეინარჩუნო ოჯახი ნებისმიერი ფასით
შენ არ გჭირდება ასეთი ოჯახი. არ გჭირდება "იდეალური" ოჯახი სუპერ ყდისთვის. გჭირდება ადგილი, სადაც თავს იგრძნობ კარგად, სადაც თანაგიგრძნობენ და ეყვარები.
mshoblebi
ნუ დაიდანაშაულებ თავს შეცდომებისთვის
ზოგჯერ ადამიანები ცუდად იქცევიან, თუ მიხვდნენ, რომ მეორე ადამიანი მასზე დამოკიდებული ხდება. თუ ასეთი რამ შეგემთხვა, ნუ დაიდანაშაულებ თავს "როგორ ვერ შევამჩნიე ადრე, არამზადა". იმოქმედე პირველი პუნქტის მიხედვით!

გასინჯე ახალი
არ შეგეშინდეს ექსპერიმენტების: ახალი სამსახური, ვარცხნილობა, სპორტის ახალი სახეობა, ახალი წესები ოჯახში, ახალი მეთოდები სექსში. რაც მეტ სიახლეს შემოუშვებ ცხოვრებაში, მით ამაღლდება შენი თვითშეფასება.

მზად იყავი სხვის დასახმარებლად
გაუზიარე სხვებს ეს წესები. ნუ იქნები გულგრილი, თუ შენს თვალწინ ვინმე დაჩაგრეს. გახსოვდეს, ზოგჯერ ადამიანებს სცხვენიათ დახმარების თხოვნა. არადა სჭირდებათ. იქნებ შენ აღმოჩნდები ის ერთადერთი, რომელიც მის ტკივილს შენიშნავს. ნუ აუვლი გვერდს, დაეხმარე!
ფსიქოლოგი ანასტასია რუბცოვა
წყარო
39818
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
damibechdeT
9
40 წლამდე ნუ ინახავთ ქალიშვილობას და ვერავინ დაგჩაგრავთ, ძალით ნუ ისაცოდავებთ თავს , ბევრი სხვა ეროვნების მამაკაცია ქალაქში მათთან ბედნიერება ბევრმა გოგომ იპოვა
11:22 / 02-09-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```