"ვარდისფერი ბანდის" წევრები აკეთებენ იმას, რასაც ინდოეთში სახელმწიფო ვერ აკეთებს. იცავენ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ცდილობენ, აღკვეთონ უკანონო ქორწილები. პრობლემის მოგვარებას ისინი არა მხოლოდ მოლაპარაკებით, არამედ საბრძოლო იარაღითაც ახერხებენ.
ინდოეთში ყოველ 22 წუთში ერთ ქალს აუპატიურებენ. გარდა ამისა, ქვეყანაში სექსუალური შინაარსის დანაშაულები მეოთხე ადგილს იკავებს. პირველი სამია: ოჯახური ძალადობა, ქუჩაში შეურაცხყოფა და გატაცება. გარდა ამისა, გავრცელებულია "სექსუალური მონობა", რის გამოც ქალების უმეტესობა ინფიცირდება შიდსით.
ერთადერთი უფლება, რაც ქალებს დარჩათ, ეს მუშაობის უფლებაა. ინდოელი ქალები მამაკაცების გვერდით მუშაობენ მშენებლობაზე, მაღაროში, სახიფათო ადგილებში, თუმცა მათ მამაკაცებისგან განსხვავებით, ხელფასის ნახევარს უხდიან.
ინდოეთში საზოგადოების ფენებად დაყოფა ოფიციალურად აკრძალულია, მაგრამ თუ მამაკაცი მღალი კასტიდანაა, ქალზე ძალადობის მიუხედავად, როგორც წესი არ აგებს დანაშაულზე პასუხს.
2006 წლიდან ცოტა რამ შეიცვალა. სწორეს ამ პერიოდში ჩრდილოეთ ინდოეთის უღარიბეს უბანში ჩამოყალიბდა ქალთა მოძრაობა, რომელსაც "ვარდისფერი ბანდა" უწოდეს. მოძრაობას სათავეში ჩაუდგა სამპატ პალ დევი. ის 12 წლის ასაკში გაათხოვეს და 15 წლის ასაკში უკვე შვილი ჰყავდა. სამპატის ქმარი ღარიბი ოჯახიდან იყო, ისევე როგორც თავად და ნაყინს ჰყიდდა. ის რეგულარულად სცემდა ცოლს. სამპატს არ სურდა ამის მოთმენა. მიატოვა ქმარი და გადაწყვიტა ცხოვრება სხვა ქალების უფლებების დაცვისთვის მიეძღვნა.
2006 წელს მან დაინახა, როგორ სცემდა მეზობლის კაცი უმოწყალოდ ცოლს და მათ ჩხუბში ჩაერია, რის შედეგადაც, თავადაც სცემეს. ინდოელი მამაკაცები მსოფლიოში განსაკუთრებული სიძლიერით არ გამოირჩევიან, მაგრამ ქალებს მაინც ერევიან. მეორე დღესვე ქალმა შეკრიბა თავისი მეგობრები, შეიარაღდნენ ჯოხებით და გაუსწორდნენ მოძალადე მამაკაცებს. რამდენიმე დღეში ქალებმა დაიწყეს მოძალადე ქმრებისგან გაქცევა და სამპატთან მისვლა. ასე შეიქმნა "ვარდისფერი ბანდა."
იმაზე უარესი არაფერია, ვიდრე იყო ქალი ღარიბი კასრტიდან. დღეს მათ რიგებში თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანია, მათ შორის, მამამაკაცებიც კი. მაგრამ, უმრავლესობა ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენელი ქალია. დაბალის კასტის წარმომადგენლებს ცხოველებზე უარესად ექცევიან.
სამპატ პალ დევის წყალობით ქალებმა შეძლეს თავი დაეხსნათ მოძალადე ქმრებისგან. მათ უფლებებს არავინ იცავდა, პოლიციაც კი, რომელმაც კარგად იცის, რომ ოჯახებში ქალებს სცემენ.
"სიტყვა ბანდა არ ნიშნავს ბოროტმოქმედებას. ის უფრო "გუნდს" აღნიშნავს, რომლის მისიაც სამართლიანობისათვის ბრძოლაა"- ამბობს სამპატი.
გუნდის წევრებს ვარდისფერი სარი აცვიათ, რადგან ეს ფერი ინდოეთში არაფერს უკავშირდება. ისინი თავს არიდებენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ან მოძრაობასთან ასოცირებას.
"არ გვჭირდება შემოწირულობები და საჩუქრები. მოგვეცით მუშაობის უფლება თანაბარ პირობებში და დაგვიბრუნეთ ღირსება"- ეს მათი მთავარი პრინციპია.
ვარდისფერი აარჩიეს იმის გამოც, რომ მკვეთრი ფერია და ხალხში ადვილად შეიმჩნევა. ისინი შეიარაღებულები არიან და ყველაზე მამაცი მამაკაციც კი ვერ ბედავს მათთან გამოლაპარაკებას. მიუხედავად იმისა, რომ "ვარდისფერი ბანდის" მთავარი დანიშნულება ქალთა უფლებების დაცვაა, არც მამაკაცის უფლებების დაცვაზე ამბობენ უარს. ასევე ილაშქრებენ კორუმპირებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ. მაგალითად, 2008 წელს თავს დაესხნენ ელექტროენერგიის ადგილობრივ განყოფილებას. ისინი გამუდმებით რთავდნენ ელექტროენერგიას მანამ, სანამ არ მიიღებდნენ ქრთამს. ( მაგალითად, ახალგაზრდა გოგონადან სექსუალურ მომსახურებას). ვარდისფერი ბანდის კონტროლიდან ელექტეროენერგიის მიწოდება მალევე აღდგა და აღარც შეწყვეტილა. გარდა ამისა, მეურნეობაში მომუშავე 700-მდე ფერმერი ზარალის კომპენსაციას ითხოვდა, რაც გაფუჭებული მოსავლისთვის უნდა აეღოთ, თუმცა დაპირებულ თანხას არავინ აძლევდა. "ვარდისფერი ბანდის" გამოჩენის შედმეგ კი მათ კუთვნილი თანხა გადასცეს.
"ვარდიფერი ბანდა" კვლავ აგრძელებს ადამიანის უფლებების დაცვასა და მათ დახმარებას.