მეგან მარკლი კვლავაც ახერებს, რომ სხვათა დღესასწაულები მისთვის სკანდალად აქციოს. ახლახან ბრიტანული ბომონდი ვარსკვლავური წყვილის, მომღერალ ელი ჰოლდინგისა და არტ-დილერის კასპარ ჯოპლინგი შეუღლებას ზეიმობდა. თუმცა ცერემონიის ბოლოს საზოგადოება მეგანსა და ჰარიზე უფრო მეტს ლაპარაკობდა, ვიდრე ნეფე-პატარძალზე.
საქმე იმაშია, ჰოლდიგმა და ჯოპლინგმა საქორწინო ცერემონიალზე სრულიან ბრიტანული ელიტა დაპატიჟეს. მათ შორის სამეფო ოჯახის წევრები. საგანგებო მიწვევა მიიღო პრინცმა ჰარიმაც, თუმცა ის ქორწილში არ წავიდა. სამეფო კარის ჭორიკნები ამტკიცებენ, რომ მეგანმა ქმარი ქორწილში არ გაუშვა. რატომ? იმიტომ, რომ იეჭვიანა. მეგანმა იცოდა, რომ სტუმრებს შორის კრესილდა ბონასიც იქნებოდა, რომელსაც ჰარი მთელი სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა. მეგანის გამტყუნება რთულია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პატარძალთანაც ჰარის ხანმოკლე რომანი აკავშირებდა.
საერთო ნაცნობები დარწმუნებულნი არიან, რომ ორივე "ყოფილმა" თავის დროზე ჰარიზე ხელი ჩაიქნია და ბედსაც ეწია, მაგრამ მეგანი მაინც შიშობს - სანამ ჰერცოგინია მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგება, რა გასაკვირია, რომ მოკაშკაშე ელისა და კრესილდას გვერდით ქმრის გამოჩენას უფრთხის. სამეფო კარზე კი ალბათ კიდევ დიდხანს იჭორავებენ, რომ პრინცი ცოლმა ქორწილში არ გაუშვა.